რაღაც ინტერნეტგამოცემის ინფორმაციაზე მისვამთ კითხვას პარტნიორ ქვეყნებზე, ესეც რისკია — გახარია აზერბაიჯანზე
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს და სტრატეგიულ პარტნიორობასა არაფერი ემუქრება. მისი თქმით, "რაღაც ინტერნეტგამოცემის" გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ჟურნალისტების მიერ "მოძმე ქვეყნებს" შორის ურთიერთობებზე კითხვის დასმა რისკისშემცველია.
"ჯერ ეს ერთი, ეს არის მხოლოდ მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია. ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როცა იქნება ჩვენს ორ ქვეყანას შორის მსჯელობის საგანი. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და ძმობასაც არაფერი არ ემუქრება. შეუძლებელია, რომ ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რამე დაემუქროს. [...]
როდესაც რაღაც ინტერნეტგამოცემის გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე კითხვას მისვამთ კონტექსტურად ორ სტრატეგიულ ქვეყანას შორის, მოძმე ქვეყანას შორის ურთიერთობების კონტექსტში, არასწორია. ესეც არის რისკი", — ასე გამოეხმაურა პრემიერი აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო მედიის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ სომხეთში იარაღი საქართველოს გავლით შედის.
გახარიამ აღნიშნა ისიც, რომ გამოცემის გავრცელებული ფოტო, რომელიც ბრალდებების დასამტკიცებლად გამოიყენეს, საკმარის ინფორმაციას არ იძლევა:
"ნანახი გაქვთ ეს ფოტო? ეს არის ჩვეულებრივი სატვირტო მანქანა ყველაფრის გარეშე და რა შეიარაღება?"
ჟურნალისტებმა დაუზუსტეს პრემიერს, რომ ინფორმაციას სამთავრობო მედია ავრცელებს, რაზეც პრემიერმა განაცხადა: "რას ნიშნავს სამთავრობო მედია? აზერბაიჯანის სამთავრობო მედია?"
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით ერთ-ერთმა აზერბაიჯანულმა გამოცემამ, haqqin.azz სარედაქციო წერილი გაავრცელა. რედაქციის მტკიცებით, აქვთ ინფორმაცია, რომ სომხეთმა აზერბაიჯანზე თავდასხმისთვის მზადება რამდენიმე დღით ადრე დაიწყო და საბრძოლო დახმარება სერბეთიდან საქართველოს გავლით მიიღო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ სტატია ტენდენციურ ხასიათს ატარებს და ორ სტრატეგიულ პარტნიორ შორის პრობლემების ხელოვნურად შექმნისკენაა მიმართული.
ამის პასუხად გამოცემამ ფოტო გაავრცელა, რომელიც, სავარაუდოდ, სომხეთ-საქართველოს საზღვარზეა გადაღებული და ჩანს სატვირთო მანქანა. მათი მტკიცებით, სწორედ ამ მანქანებით გადაჰქონდათ იარაღი.
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
კომენტარები