The Boys-ს მესამე სეზონი დაუმტკიცდა
ბიჭების თავგადასავალი გრძელდება.
23 ივლისს Comic-Con გაიმართა, ოღონდ პანდემიის გამო ამ ცნობილ ღონისძიებას მონაწილეები დისტანციურად შეუერთდნენ. მათ შორის იყო Amazon Prime Video-ს გახმაურებული სერიალის The Boys შემოქმედებითი გუნდი და მათ განვლილ ეტაპებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
სერიალის განხილვებში მონაწილეობა მიიღეს მსახიობებმა კარლ ურბანმა, ჯეკ ქუეიდმა, ენტონი სტარმა, ერინ მორიარტმა და სხვებმა. შეხვედრის ბოლოს კი აღმასრულებელმა პროდიუსერებმა სეთ როგენმა და ივენ გოლდბერგმა დააანონსეს, რომ სერიალი მესამე სეზონით გაგრძელდება.
"ერიკ კრიპკე და The Boys-ის შესანიშნავი სამსახიობო გუნდი გააგრძელებს მოულოდნელი და სიურპრიზებით სავსე შოუს შექმნას, რომელიც ისეთი აუცილებლად სანახავი დეტალებით იქნება კვლავაც სავსე, რამაც ეს სერიალი თავიდანვე მსოფლიო ჰიტად აქცია. თავადაც ერთი სული გვაქვს, რომ გავიგოთ, თუ როგორ განვითარდება ყველაფერი მესამე სეზონში", — განაცხადა Amazon Studios-ს წარმომადგენელმა.
შავი იუმორით, პოლიტიკური სატირითა და თვითირონიული სიუჟეტური ხაზით გამორჩეული ეს სერიალი ამავე სახელწოდების მქონე კომიქსების სერიის მიხედვით გადაიღეს, რომელიც ჩვენს წარმოსახვაში არსებულ სუპერგმირებს სრულიად სხვა კუთხით გვაჩვენებს. პირველი სეზონის პრემიერა 2019 წელს შედგა და მილიონობით მაყურებლის ყურადღება მალევე მიიქცია.
ორი კვირის წინ გამოვიდა შოუს მეორე სეზონის პირველი ტრეილერიც. მეორე სეზონის პრემიერა 4 სექტემბერსაა დაგეგმილი: Amazon-ის ჩვეული სტრატეგიის მიხედვით, პრემიერის დღეს ერთდროულად სამი ეპიზოდი გამოვა, ყოველ მომდევნო პარასკევს კი თითო სერიას გამოუშვებენ. სეზონში სულ რვა ეპიზოდია და მისი ფინალი 9 ოქტომბერს შედგება.
ამაზონს შექმნილი ვითარების გამო ჯერჯერობით უჭირს ზუსტი თარიღის თქმა, თუ როდის დაიწყება მესამე სეზონის გადაღებები, მაგრამ, რაც მთავარია, ვიცით, რომ ისტორიის გაგრძელებას ვიხილავთ.
მანამდე კი შეგიძლიათ Comic Con-ზე The Boys-ის წლევანდელ პანელს მიადევნოთ თვალი:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები