მნიშვნელოვანია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება — პარტია რეფორმერის გენერალური მდივანი ანი ჯაფარიძე
25 ივლისს სასტუმრო რუმსში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ორგანიზებით გაიმართა ფორუმ-დისკუსია, რომლის მიზანიც COVID 19-ის ფონზე ქალთა წინაშე არსებული გამოწვევები და ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში ქალთა როლის გაძლიერებაა.
COVID 19-ის პანდემიით გამოწვეულმა სირთულეებმა მთელი მსოფლიო შეცვალა, პრობლემების წინაშე აღმოჩნდა ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. ქალთა უფლებების მხრივ საქართველოში ბევრი პრობლემაა, რომელთა სიმწვავე განსაკუთრებით გამოჩნდა კორონაპანდემიის პერიოდში.
ფორუმში მონაწილებდნენ როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე ლიბერალური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, და კერძო სექტორში დასაქმებული ქალები, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ქალების ინტეგრაციაში ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პარტია რეფორმერის წევრები ანი ჯაფარიძე, მაია კუკავა, ელენე ბიბილეიშვილი, ნანა ბერულავა. რეფორმერის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვა და ქალთა როლის გაძლიერება, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე ქვეყნის განვითარების მიზნით.
როგორც პარტია რეფორმერის გენერალურმა მდივანმა ანი ჯაფარიძემ განაცხადა, ძალიან დასაფასებელია საერთაშორისო ორგანიზაციების და ფონდების ჩართულობა და მათ მიერ განხორციელებული პროექტები, რაც ხელს უწყობს ქალების ინტეგრაციას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი ყოველთვის გამოირჩევა პოლიტიკაში და საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერების მხრივ.
სამწუხაროდ, საქართველოში ქალთა უფლებები არ არის ბოლომდე დაცული. ამ მიმართულებით ბევრი პრობლემა გვაქვს. არსებობს სოციალური თუ კულტურული ბარიერები, რომელიც ხელს უშლის ქალებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დასამკვიდრებლად, როგორიცაა ძალადობა ოჯახის მხრიდან, ადრეული ქორწინება და სხვა. რეფორმერის ხედვით, ამ პრობლემების გადასაჭრელად მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით განათლების რეფორმის ჩატარება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
"ფორუმზე გამომსვლელმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს აქამდე გაცხადებული პოზიციები ქალთა კვოტირებასთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია გატარდეს განათლების რეფორმა, შეიქმნას ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენტუნარიანი გარემო, რაც განსაზღვრავს ქალის რეალურ დამკვიდრებას და რეალიზებას საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში და არა კანონების მიღება. აუცილებელია ძირეული ცვლილებები საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად და მეტი ქალის ჩართულობა და გააქტიურება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ასპარეზზე", — აცხადებს რეფორმერის გენერალური მდივანი ანი ჯაფარიძე.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები