ქალთა NBA-ის მოთამაშეებმა აშშ-ის ჰიმნის დროს მოედანი დატოვეს
ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორი გუნდის მოთამაშეები სეზონის გამხსნელი შეხვედრის წინ ჩართული ქვეყნის ეროვნული ჰიმნის დროს მოედნიდან გავიდნენ. ამ ქმედებით მათ მოძრაობის, Black Lives Matter, მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.
ფლორიდის ქალაქ ბრადენტონში გამართულ მატჩზე საკალთბურთო გუნდების, Seattle Storm-ისა და New York Liberty-ის მოთამაშეებს, ამასთან, შავი ზედებიც ეცვათ წარწერით, "თქვი მისი სახელი". ეს ფრაზა ამერიკაში მიმდინარე დემონსტრაციების ერთ-ერთი სლოგანი გახლავთ, რომელიც პოლიციელების მიერ 26 წლის შავკანიანი ქალის, ბრეონა ტეილორის მოკვლით გამოწვეულ პროტესტს გამოხატავს.
მართალია, აშშ-ის სპორტსმენებს ეროვნული ჰიმნის დროს პროტესტი აქამდეც გამოუხატავთ, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა ორი მოთამაშე გუნდის უკლებლივ ყველა წევრმა ერთად დატოვა სათამაშო მოედანი.
ეს აქტი ინიციატივა Justice Movement-ის ნაწილი გახლავთ, რომლის შესახებაც ქალთა ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ (WNBA) და ქალთა ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეებმა (WNBPA) თვის დასაწყისში განაცხადეს. მოძრაობის ორგანიზატორთა მიზანია, კოორდინირებული ნაბიჯებით იქცნენ იმ "ძალად, რომელიც რასის, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების, LGBTQ+ თემის წევრთა მხარდაჭერის, ცეცხლსასროლი იარაღის კონტროლის და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების" გადაჭრას დააჩქარებს. ამ ორ ორგანიზაციას მსგავსი აქტუალური თემებისადმი მოსახლეობის ყურადღების მიქცევა საჯარო დიალოგების, საზოგადოებრივი დისკუსიების და პოდკასტების მეშვეობითაც სურს.
იმავე მატჩის დაწყებამდე ორი გუნდის წევრებმა 26-წამიანი დუმილით მიაგეს პატივი ტეილორის ხსოვნას — სიჩუმის თითო წამი მისი ცხოვრების თითო წელს აღნიშნავდა.
"ჩვენ მიმდინარე სეზონს ვუძღვნით ბრეონა ტეილორს, სამედიცინო სფეროს გამორჩეული დამსახურებების მქონე მუშაკს, რომელიც საკუთარ სახლში 130 დღეზე მეტი ხნის წინ მოკლეს", — განაცხადა New York Liberty-ის მოთამაშემ, ლეიშია კლარენდონმა, რომელიც, ამასთან, WNBPA-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და აღნიშნული ინიციატივის ლიდერთაგანია, — "ჩვენ ვიტყვით მის სახელს".
კლარენდონმა ასევე განაცხადა, რომ ორგანიზაციები ამ სეზონს კამპანიას, "თქვი მისი სახელი", უძღვნიან, რომელიც შავკანიანი ქალებისთვის სოციალური სამართლიანობისთვის იბრძვის. მან დაასახელა სხვა მსხვერპლი შავკანიანი ქალებიც, მათ შორის სანდრა ბლენდი, რომელიც 5 წლის წინ პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას მოკვდა.
ამერიკაში კალათბურთელთა მხრიდან სხვადასხვა სოციალურ უსამართლობაზე პროტესტის გამოთქმას ხანგრძლივი ისტორია აქვს. მსგავს აქტებს შორის იყო NBA-ის მოთამაშეების მიერ მატჩებისთვის ბოიკოტის იმ მიზნით გამოცხადება, რომ შეწყვეტილიყო სასტუმროებში რასობრივი სეგრეგაცია და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის შემდეგ გამართული საპროტესტო მსვლელობა.
ამასთან, პრეზიდენტ ტრამპს და მისი ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსან წევრებს ეროვნული ჰიმნის დროს გამოთქმული პროტესტისთვის სპორტსმენები არაერთხელ გაუკიცხავთ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები