მასკს და გრაიმსს ტვიტერზე უხერხული შელაპარაკება მოუვიდათ
მასკის ტვიტერის გვერდი ერთობ უცნაური ადგილია; ტესლასა და SpaceX-თან დაკავშირებულ სიახლეებს შორის ამერიკელი მილიარდელი ხშირად აქვეყნებს სახალისო მიმებს და ისეთ საკამათო განცხადებებს, რომლებსაც კომენტარებში აღშფოთებული უცნობებისა და მასკის თავდადებული ფანების ორთაბრძოლა მოჰყვება ხოლმე.
მაგალითად, ამას წინათ მასკმა განაცხადა, რომ პანდემიის პირობებში აშშ-ის მთავრობის მიერ საზოგადოებისთვის განკუთვნილი ეკონომიკური დახმარების მორიგი პაკეტი "ხალხის ინტერესებს არ ემსახურებოდა". ამას მასობრივი საპასუხო რეაქცია მოჰყვა, რომლის დროსაც ტვიტერის მომხმარებლები მასკს მის ფინანსურად პრივილეგირებულ მდგომარეობაზე დამცინავად მიუთითებდნენ:
ტვიტერის მომხმარებელი: "ხალხის ინტერესებს არ ემსახურება lol. ილონ, გულწრფელად თქვი, ერთხელ მაინც გიმუშავია მომსახურების სფეროში?"
ამჯერად კი მასკის ახალი ტვიტი, "ნაცვალსახელები ტეხავს", ზოგმა ტრანსგენდერი და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანების წინააღმდეგ გამიზნულ სიტყვებად აღიქვა. იგივე დასკვნა გამოიტანა გრაიმსმაც, რომელმაც თავისი შვილების მამას ტვიტითვე ამ სიტყვებით უპასუხა: "მიყვარხარ, მაგრამ ტელეფონი გათიშე ან დამირეკე. სიძულვილს ვერ გავამართლებ. გთხოვ, გეყოს. ვიცი, რომ ასეთი არ ხარ".
გრაიმსმა ტვიტი მალევე წაშალა, რისი მიზეზიც იმის გაცნობიერება შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ ის და მასკი, ორივე, საქვეყნოდ ცნობილი ადამიანები არიან და ტვიტერზე ყველას დასანახად ჩხუბის დაწყება კარგი იდეა არ იქნებოდა.
თუმცა, რა თქმა უნდა, უკვე გვიანი იყო. ის, რაც ინტერნეტში ცოტა ხნით მაინც ხვდება, უკვალოდ არასოდეს ქრება. მართლაც, ტვიტერის ბევრმა მომხმარებელმა მოასწრო მიმოწერისთვის ფოტოს გადაღება.
სიტუაცია იმანაც დაამძიმა, რომ მიმოწერა მასკის The New York Times-ში გამოქვეუნებულ ინტერვიუს დაემთხვა, რომლის სათაურიც "ილონ მასკი ოჯახური იდილიის ზენიტშია" გახლდათ. ინტერვიუში მასკი და გრაიმსი ახირებულ, თუმცა კი იდეალურ წყვილადაა გამოყვანილი.
ტვიტებისა და ინტერვიუს ტონებს შორის კონტრასტი სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის ზედმეტად კომიკური აღმოჩნდა იმისთვის, რომ უპასუხოდ დაეტოვებინათ:
ტვიტერის მომხმარებელი: "გრაიმსი ილონ მასკს ამ ღამით დასაძინებლად ქვედა სართულზე, ჰიპერბარიულ ჟანგბადის საკანში გაამწესებს".
ტვიტერის მომხმარებელი: "გრაიმსმა და ილონმა ტვიტერზე ერთმანეთი დაბლოკეს".
ტვიტერის მომხმარებელი: "ვგონებ, სასაცილოც კია, იმაზე დაკვირვება, წლების განმავლობაში ძვირადღირებული პიარის მეშვეობით ილონ მასკისა და ჯოან როულინგის მსგავსმა მდიდარმა სულელმა ადამიანებმა როგორი წარმატებით შექმნეს მათი პერსონების გარშემო ლეგენდები; მერე კი ეს მთლიანი წარმოდგენა ერთი ხელის მოსმით გაანადგურეს მხოლოდ იმის გამო, რომ სოციალური ქსელიდან გასვლა არ ისურვეს".
მთელი ეს ისტორია იმის კარგი მაგალითია, თუ რამხელა სიფრთხილეა საჭირო სოციალური მედიის გამოყენებისას — განსაუკთრებით მაშინ, თუ მთელი პლანეტის მასშტაბით ცნობილი ადამიანი ხარ.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები