კობაიძე: მოცემულობა მარტივია, ტოიოტაში მყოფი 6 პირიდან შაქარაშვილი არავის მოუკლავს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არჩილს გაგნიძის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ არც მისი დაცვის ქვეშ მყოფი და არც ტოიოტა ქამრიში მსხდომი 5 პირი შაქარაშვილის მკვლელობაში არ ფიგურირებს. ამის შესახებ მან მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან, აღკვეთის ღონისძიების გადახედვის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
კობაიძის თქმით, ისინი გაგნიძის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვენ.
"თუ სასამართლო არ მოექცევა საზოგადოების გავლენის ქვეშ და სამართლებრივად შეაფასებს, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი სტანდარტი, რომ პატიმრობაში დარჩეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, დანარჩენს სასამართლოს მსვლელობისას გავიგებთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებს, როგორიცაა 199-ე მუხლი. სასამართლოს ბერკეტი აქვს ჩამოართვას პასპორტი, პირადობა, ყოველ კვირას დაიბაროს სასამართლოში, ამიტომ თუ სასამართლოს ექნება მზაობა მაშინ აღვკვეთავთ ამ ყოველივეს", — აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ისინი ბრალის დამძიმებას არ განიხილავენ.
"ახვლედიანის ჩვენება საჩვენოდ მიუთითებს, რომ არანაირ შემხებლობაში არ არის გაგნიძე გარდაცვლილთან. მარტივია მოცემულობა, არავის ამ ექვსი პიროვნებიდან არ მოუკლავს შაქარაშვილი. ვინ მოკლა, ამ კითხვას საგამოძიებო უწყებებმა უნდა გასცეს პასუხი", — განაცხადა კობაიძემ.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელიც ტოიოტა ქამრის მანქანაში იჯდა, ყვება ვინ გაეკიდა შაქარაშვილს ხიდის ქვეშ. როგორც ჩვენებაშია აღნიშნული, შაქარაშვილს ხიდის ქვეშ გაეკიდნენ არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი და არასრულწლოვანი ა.ქ.
დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვნის სხდომა მიმდინარეობს. ესენი არიან: ვასილ მახარაძე, ვასილ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, გიგა ტატიაშვილი, თენგიზ ბარბაქაძე, ირაკლი მუმლაძე, ნიკა ჟვანია, ირაკლი წაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.
პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11-ვე სრულწლოვნის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. პროკურორ დავით ყაზარაშვილის განმარტებით, არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, რადგან არცერთი დაკავებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან.
გიორგი შაქარაშვილის საქმე
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.
4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, ყველა მათგან წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეს კვალიფიკაცია დაემატა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.
სწორედ ექსპერტიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი, გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავე დასკვნის მიხედვით, გარდაცვალებამდე მას მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები