გიგაურის თქმით, შესაძლოა, წითელ ჯვარს დღეს მიეცეს ზაზა გახელაძის ნახვის საშუალება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ლია გიგაურის განცხადებით, შესაძლოა, წითელ ჯვარს დღეს მიეცეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის ნახვის საშუალება. მისი თქმით, გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
"მე მქონდა შეხვედრა პერსონალური წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან საქართველოში, რომელმაც მითხრა, რომ ის პრობლემები, რომლებიც შეექმნა წითელ ჯვარს მონახულებზე, დაკავშირებული იყო საკარანტინო პერიოდთან სწორედ ეს მიზეზი დაუსახელეს მათ, რომ ეს პერიოდი უკვე დასრულებულია და მათ აქვთ მოლოდინი, რომ დღეს ექნებათ საშუალება მოინახულონ ზაზა გახელაძე.
რაც შეეხება მის მდგომარეობას ამაზე ინტენსიურად გვაწვდიან ინფორმაციას, რომ მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ასევე, პირობები, რომელშიც იმყოფება არის დამაკმაყოფილებელი", — განაცხადა გიგაურმა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში 6 ადამიანი იყო გატაცებული და 3 უკვე გაათავისუფლეს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 3 კი ცხინვალის რეგიონში რჩება. მათ შორისაა, გახელაძეც.
"ყველა ის მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მიმართულია იქეთ, რომ უპირობოდ გათავისუფლდეს და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არანაირი პროცესები არ წარიმართოს, არამედ უპირობოდ მოხდეს ზაზა გახელაძის და სხვების გათავისუფლება. ეს არის ერთადერთი პირობა. სხვა არანაირი არ არის", — განაცხადა გიგაურმა.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე კასპში 11 ივლისს გაიტაცეს, მანამდე კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. რუსული მხარის მტკიცებით, ზაზა გახელაძემ ცეცხლი პირველმა გახსნა. მათივე მტკიცებით, გახელაძემ ჩვენებაში აღიარა, რომ საოკუპაციო საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.
ოკუპირებული ცხინვალის მტკიცებით, საოკუპაციო ძალების მიერ დაჭრილი და დაკავებული ზაზა გახელაძე კარანტინში გადაიყვანეს. დე ფაქტო ხელისუფლების სამხედრო პროკურორის, ტიგრან კაბულოვის თქმით, გახელაძე კარანტინში გადაიყვანეს, რათა დარწმუნდნენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული არ არის.
მისივე თქმით, გახელაძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლით.
ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები 2008 წლის შემდეგ ოკუპირებული აქვს, "პოლიტიკური სპექტაკლის" მოწყობაში თბილისს ადანაშაულებს. თუმცა პრობლემის მოგვარების გზად რუსეთი მხოლოდ ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციაში ხედავს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები