ბერლინის კლუბი ბერგჰაინი კვლავ იხსნება — მხოლოდ მოსმენა, არავითარი ცეკვა
კორონავირუსის გამო ბერლინის ლეგენდარული კლუბები დახურულია, თუმცა ტექნო-ატრაქციონმა ბერგჰაინმა თავისი კარების კვლავ გაღების გზა იპოვა და მნახველებს უჩვეულო ხმოვან გამოფენაზე იწვევს.
კლუბში ერთდროულად მხოლოდ 50 ადამიანი დაიშვება ფიზიკური დისტანციის დაცვის მიზნით, თუმცა შესასვლელში ბერგჰაინის საქვეყნოდ ცნობილი შერჩევითი დაცვა არ დგას და არავის უწევს იმაზე დარდი, შეუშვებენ თუ არა კლუბში.
ბერგჰაინის შთამბეჭდავ Kessel Hall-ში შებიჯების შემდეგ სივრცეს ტექნოს ხმა როდი ავსებს. ნაცვლად ამისა, ყოფილი ელექტროსადგურის მნახველებს გარს ეხვევა რიტმული პულსირების, ქალაქის ჩუმი ხმაურის, ბუტბუტისა და შვეულმფრენის ფრთის ტრიალის იდუმალი, თითქმის სიურრეალისტური ხმოვანება.
"უსმენ, განიცდი, შეგიძლია თვალები დახუჭო ან ღია დატოვო და ხმასთან ერთად მოიარო ოთახი", — თქვა ხმოვანი ხელოვნების ინსტალაციების მაორგანიზებელი პლატფორმა Singuhr-ის პროექტების თანაკურატორმა კარსტენ სეიფარტმა.
შოუ, რომელსაც "თერთმეტი სიმღერა — ბერგჰაინის დარბაზი" ეწოდება, სემ აუინგერისა და ჰანეს შტრობლის არტისტული დუეტის იდეით შეიქმნა და 2 აგვისტომდე გაგრძელდება.
კურატორმა მარკუს შტეფენსმა თქვა, რომ წყვილი ისეთი აკუსტიკური გამოცდილების მოსაფიქრებლად მოიწვიეს, რომელიც იქნებოდა "სივრცისთვის და სივრცეში" — ბეტონის, მაღალჭერიანი ყოფილი სამანქანო დარბაზი. ეს უკანასკნელი კლუბის მთავარი ოთახების უკან მდებარეობს და საყვარელი სივრცეა ტექნოს მოყვარულებისთვის მთელი მსოფლიოდან.
"მათთვის თვითონ ოთახიც ერთგვარი ინსტრუმენტია", — თქვა შტეფენსმა, სადაც ხმა არქიტექტურასთან ურთიერთქმედებს და სხვადასხვა ტიპის სმენით გამოცდილებას ქმნის.
რიგები და პირბადეები
ეს პროექტი ჯერ კიდევ შარშან ჩაიფიქრეს, გაცილებით ადრე, სანამ გერმანია COVID-19-ის პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით კარანტინში მოექცეოდა.
მართალია, ბოლო თვეებში მრავალი შეზღუდვა მოიხსნა და მაღაზიებს, რესტორნებსა და მუზეუმებს კვლავ გახსნის საშუალება მიეცა, მაგრამ ღამის კლუბები ჯერ ისევ დახურულია, რადგან დახურულ სივრცეში ხალხის დიდი მასის თავყრილობამ შეიძლება ინფექციის გავრცელებას ხელი შეუწყოს.
ბერგჰაინის ხმოვანი გამოფენის ორგანიზატორების თქმით, თავიდან ეშინოდათ, რომ ხალხი არ მოვიდოდა.
"რეალურად, არ ვიცოდით, რა მოხდებოდა. იქნებ არც არავინ მოსულიყო დაინფიცირების შიშით?" — თქვა სეიფარტმა.
თუმცა, სადარდებელი არაფერი იყო. პირბადიანი ვიზიტორები უკვე დგანან გამოფენის რიგში.
გამოფენაზე ერთდროულად მაქსიმუმ 50 ადამიანის ყოფნის შეზღუდვა მნახველებს ვრცელ დარბაზში კომფორტულად განაწილების საშუალებას აძლევს, დიდი ღია ფანჯრები კი სუფთა ჰაერით ამარაგებს სივრცეს.
"ამასთანავე, კვირების განმავლობაში იზოლაციის შემდეგ ხალხი მზადაა, სახლიდან გავიდეს და რამე სხვაც აკეთოს. აქ შეგიძლია, სხვა ადამიანებთან ერთად იყო. ეს [გამოფენა] აგრეთვე ოთახთან გამოცდილების ქონა და იმ ემოციების შეგრძნებაა, რომლებიც მარტოოდენ მოსმენის საზღვრებს ბევრად სცდება", — თქვა სეიფარტმა.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები