მედიასა და აშშ-ს სრულ ინფორმაციას არ აწვდიან — ფრონტერა მთავრობას ისევ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
ფრონტერა საქართველოს მთავრობას განზრახ დამახინჯებული და ცრუ პროპაგანდის წარმართვაში ადანაშაულებს. მათი განცახდებით, საქართველოს მთავრობა არც მედიას და არც ამერიკის შეერთებული შტატების ოფოციალურ პირებს სრულ ისტორიას არ აწვდის. ასე ეხმაურება კომპანია მთავრობის განცხადებას იმის შესახებ, რომ კონტრაქტის გაწყვეტა ისევ გადაიფიქრეს.
"[საარბიტრაჟო სასამართლოს] გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მეორე დღეს, 24 ივლისს გამოგვიგზავნეს იურიდიული შეტყობინება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მთავრობა კვლავ გააგრძელებს კონტრაქტის შეწყვეტის მცდელობას და მხოლოდ "დროებით შეაჩერებს" მის ძალისხმევას ამასთან დაკავშირებით", — ნათქვამია ფრონტერას წერილში.
ოფიციალურ განცახდებაში ვკითხულობთ, რომ ფრონტერა საქართველოს მთავრობას "სიცრუის პროპაგანდის კამპანიის შეწყვეტისა და საზოგადოებისადმი გულწრფელობისკენ" მოუწოდებს. ჭეშმარიტი პარტნიორობის მისაღწევად კი, კომპანიასთან პირდაპირ თანამშრომლობას სთხოვს.
"ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ არანაირი იურიდიული საფუძველი 27 ივლისს ან სხვა დღეს ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმებისთვის არ არსებულა. ამ წლის აპრილიდან, საქართველოს მთავრობასთან შეხვედრა არაერთხელ მოვითოხვეთ, რაც ან უგულებელყოფილი ან უარყოფილი იქნა. ახლა, მაღალი თანამდებობის პირების მიერ განცახდების გამოქვეყნების შემდეგ, ისე, რომ ჩვენს კომპანიასთან ოფიციალური შეხვედრები არ გამართულა, გვიგზავნიან საწინააღმდეგო შინაარსის შეტყობინებას, რათა ჩვენი ბიზნესის დაშინება გაგრძელდეს", — წერია განცახდებაში.
ფრონტერა წერილში, ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას უნდა ესმოდეს, მსგავსი ქმედებები, ამერიკის კერძო სექტორის უმსხვილეს ინვესტორთან თანამშრომლობისას, არც ნორმალურია და არც წამახალისებელი, ამერიკის იმ პოტენციური კერძო სექტორისთვის, რომელიც "დაშინების ამ სახალხო თეატრს ადევნებს თვალს".
"ეს სპექტაკლი დასრულდა ცილისმწამებრული მედიაკამპანიით, რომელიც ჩვენი კომპანიის დაცინვასა და ჩვენი საქმიანობის შესახებ ყალბი განცახდების გავრცელებას ემსახურებოდა. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას საარბიტრაჟო სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებას, პატივი სცეს ჩვენი კონტრაქტის პირობებს, შეგვხვდეს ჩვენ და მოგვცეს გარანტია, რომ მუშაობს მუქარის, დაშინებისა და ახალი პირობების გარეშე შევძლებთ", — აღნიშნულია წერილში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აზრი ისევ შეიცვალეს და გადაწყვიტეს ნავთობისა და გაზის მომპოვოვებელ კომპანია ფრონტერასთან კონტრაქტი აღარ მოშალონ. უწყების განცხადებით, კომპანიას სახელმწიფო საძიებო ტერიტორიების მხოლოდ 1%-ზე მუშაობის უფლებას დაუტოვებენ, რადგან დარჩენილი 99% საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით სახელმწიფოს დაუბრუნდა.
სამინისტროში პირდაპირ ამბობენ, რომ ეს განპირობებულია სურვილით, შეინარჩუნონ საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია და სტრატეგიულ პარტნიორებთან, კერძოდ, კონგრესმენებთან აშშ-დან ჰქონდეთ კარგი ურთიერთობა. აქვე უწყება აღნიშნავს, რომ ეს მისცემს ფრონტერას საშუალებას "აღარ დახარჯოს ძალისხმევა ლობისტების მობილიზებაზე" და ამის ნაცვლად, "სასურველია კონცენტრირება მოახდინოს" ვალდებულებების შესრულებაზე.
კომპანია ფრონტერასა და სახელმწიფოს შორის დავა რამდენიმე წელია გრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში მხარეებმა არაერთხელ შეიცვალეს პოზიცია სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ბოლო გადაწყვეტილებით, სახელმწიფო აპირებდა, ფრონტერასთან კონტრაქტი შეეწყვიტა მას შემდეგ, რაც საარბიტრაჟო სასამართლოში დავა დასრულდა.
მხარეებს შორის ურთიერთბრალდებები საარბიტრაჟოს გადაწყვეტილებამდეც არ იყო უცხო, თუმცა შემდეგ უფრო გახშირდა. ორივე მხარე აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდაა და ერთმანეთს ვალდებულებების შეუსრულებლობასა და ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. სახელმწიფო მოითხოვს, რომ ფრონტერამ გაასაჯაროოს საარბიტრაჟოს გადაწყვეტილება და ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერს ნათელს მოჰფენს. ფრონტერა კი ამის წინააღმდეგია და იმით ხსნის, რომ დოკუმენტები კორპორაციულ საიდუმლოებაზე შეიცავს ინფორმაციას.
ფრონტერას საკითხს აქტიურად ეხმაურებოდნენ ამერიკელი კონგრესმენებიც და საქართველოს მთავრობას ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. რაზე პასუხადაც საქართველოში ამბობდნენ, რომ კონგრესმენები დაინტერესებული მხარე არიან და ამ შემთხვევაში მათი კრიტიკა უსაფუძვლოა.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები