წყნეთში, სავარაუდოდ, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის მანქანას ესროლეს. ინციდენტი დღეს, 28 ივლისს მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, თუ ვის ეკუთვნოდა ავტომანქანა. მედიაში გავრცელებული ცნობებით ის ლერი სულაბერიძისაა, რომელიც გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ გამოძიება ორი მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 და 236 მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.