დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

29 ივლისისთვის საქართველოში კორონავირუსის კიდევ 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ StopCov-ის ვებგვერდზე განახლდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 შემთხვევა არის გაჩიანის წყაროდან, 4 არის შემოტანილი შემთხვევა აქედან ორი გახლავთ ავტომანქანის მძღოლები, 1 შემთვევაზე მიმდინარეობს წყაროს დადგნეა და კონტაქტების კვლევა.

განახლებული სტატისტიკით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 1 155 -მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 929 ადამიანი, გარდაცვლილი — 16. კარანტინის რეჟიმში 6 489 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 337 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: