ვენეციის ბიენალე პირველი კინოფესტივალია, რომელიც კარანტინის შემდეგ ბრუნდება
ჰელენ მირენი, შაია ლაბაფი და გრეტა თუნბერგი იმ ცნობილი ადამიანების სიაში არიან, რომლებიც 2020 წლის ვენეციის კინოფესტივალზე გამოჩნდებიან. ეს პირველი საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ჩატარდება. ამისდა მიუხედავად, საფესტივალო პროგრამა წინა წლებთან შედარებით მცირეა, რადგან პანდემიამ, რასაკვირველია, არაერთ პროექტზე მუშაობას შეუშალა ხელი. შესაბამისად, ამ წელს კინოფესტივალისთვის დამახასიათებელი ჰოლივუდური გლამურის ნაკლებობაც იქნება.
ფესტივალის დირექტორმა, ალბერტო ბარბერამ, გასულ კვირას დაასახელა იმ ფილმთაგან რამდენიმე, რომლებიც სექტემბერში იქნება წარმოდგენილი. მათ შორისაა ისეთი რეჟისორების ნამუშევრები, როგორებიც ალექს გიბნი, ქლოი ჩჟაო და ლუკა გუადანინო არიან. ჩჟაოს ფილმი, Nomadland, უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კინოსურათია: The Rider-ის შემდეგ, რომელიც რეჟისორის წინა ნამუშევარია, ჩჟაომ ჯესიკა ბრუდერის დოკუმენტურ ტექსტზე დაყრდნობით შექმნა ძირძველი ამერიკელების ისტორია, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის გამო იძულებულნი გახდნენ, საცხოვრებელი ადგილი შეეცვალათ. ფილმში მთავარ როლს ფრანსის მაკდორმანდი ასრულებს, რომელიც, ამავდროულად, მისი პროდიუსერიცაა. აღსანიშნავია, რომ Nomadland-ის პრემიერა პარალელურად ტორონტოს კინოფესტივალზე შედგება. ფილმი ასევე მთავარ კინომოვლენას წარმოადგენს ნიუ-იორკის კინოფესტივალისთვის.
მაშინ, როცა ამერიკული კინოპროდუქცია დიდი რაოდენობით არ იქნება წარმოდგენილი, წლევანდელ ვენეციის კინოფესტივალზე საერთაშორისო რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმების დიდი ასორტიმენტია. მათ შორისაა უკვე ვეტერანი რუსი რეჟისორის, ანდრეი კონჩალოვსკის, ისრაელელი ამოს გიტაის და ოქროს ლომის მფლობელი ჯანფრანკო როსის ნამუშევრები. რაც შეეხება Call me by your name-ის შემქმნელ გუადანინოს, იგი ფილმ სალვატორე: ოცნებების ფეხსაცმლის შემქმნელით იქნება წარმოდგენილი. დოკუმენტური კინოსურათი ფეხსაცმლის ცნობილი ბრენდის დამფუძნებლის, სალვატორე ფერაგამოს, ისტორიას შეეხება.
გიბნის ფილმში, Crazy, Not Insane, ერთ-ერთი პირველი ამერიკელი სასამართლო ფსიქიატრის და სერიული მკვლელობების გამომძიებლის, დოროთი ოტნოუ ლუისის ამბავია მოთხრობილი. შვედი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი კი კიდევ ერთი დოკუმენტური ნამუშევრის, გრეტას, მთავარი გმირია. ფილმის რეჟისორი ნათან გროსმენი გახლავთ.
ბრიტანული კინონამუშევრებიდან აღსანიშნავია The Duke, რომლის რეჟისორიც Notting Hill-ის შემქმნელი როჯერ მიჩელია. ფილმში მთავარ როლებს ჯიმ ბროუდბენტი და ჰელენ მირენი ასრულებენ, მასში მოთხრობილი ისტორია კი რეალურად მომხდარ ამბავს — 1961 წელს ლონდონის ეროვნული გალერეიდან გოიას უელინგტონის ჰერცოგის პორტრეტის გაუჩინარებას — მოგვითხრობს.
The Full Monty-ის პროდიუსერ უბერტო პაზოლინის რეჟისურით და მსახიობ ჯეიმზ ნორტონის მონაწილეობით შექმნილი ფილმი, Nowhere Special, Orrizonti-ის პრიზზეა წარდგენილი. რაც შეეხება დოკუმენტურ ნამუშევარს, Final Account-ს, რომელიც თითქმის მთელი ათწლეულის განმავლობაში იქმნებოდა და ჰოლოკოსტის დანაშაულებებს ამხელს, მისი ჩვენება კონკურსგარეშე მოხდება. შეგახსენებთ, რომ ფილმის რეჟისორი, ლუკ ჰოლანდი, ივლისის თვის დასაწყისში გარდაიცვალა.
ამჯერად ვენეციის ფესტივალს სტუმრების შეზღუდული რაოდენობა დაესწრება. დაცული იქნება სოციალური დისტანცირების წესებიც, ხოლო კინოჩვენებების უმეტესობა ღია სივრცეში გაიმართება. ამასთან, ფესტივალთან დაკავშირებული რამდენიმე ღონისძიება ონლაინსივრცეში გადაინაცვლებს.
გასულ წლებში ვენეციის კინოფესტივალი ხშირად გაუკრიტიკებიათ ნომინირებული ქალი რეჟისორების რიცხვის სიმცირის გამო: 2019 წელს მხოლოდ ორი ქალი რეჟისორი იყო წარდგენილი, 2018 წელს კი — ერთი. ამჯერად, ბარბერას მიერ დასახელებული 18 ფილმიდან რვის რეჟისორი ქალია. მათ შორის არიან ჩჟაო, ფრანგი ნიკოლ გარსია და ამერიკაში მცხოვრები ნორვეგიელი რეჟისორი მონა ფასტვოლდი.
ფესტივალზე კინოკარიერაში მიღწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის ოქროს ლომებით ჰონგკონგელ მსახიობსა და რეჟისორს, ენ ჰუის, და ბრიტანელ მსახიობს ტილდა სუინტონს დააჯილდოებენ. ავსტრალიელი ქეით ბლანშეტი კი კონკურსის ჟიურის თავჯდომარედ მოგვევლინება.
ვენეციის კინოფესტივალი 2 სექტემბრიდან 12 სექტემბრამდე გაიმართება. სრულ საფესტივალო პროგრამას შეგიძლიათ ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნოთ.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები