ფრონტერა მზად არის, საარბიტრაჟოს გადაწყვეტილება გაასაჯაროოს — რა პროცედურებია საჭირო
რამდენიმეთვიანი ურთიერთბრალდებების შემდეგ, სახელმწიფო და კომპანია ფრონტერა გამოთქვამენ მზაობას, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჯაროვდეს. ფრონტერა რისორს ჯორჯიას პრეზიდენტის, ზაზა მამულაიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს 2 ვერსიას სთავაზობენ, რომელთაგან ერთი იურიდიული ფორმალობების გამო 2 კვირა გაიწელება, მეორე კი გადაწყვეტილების დღესვე გასაჯაროების საშუალებას იძლევა.
მამულაიშვილი On.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ არბიტრაჟის დასკვნაში არის არაერთი კომერციული, გეოლოგიური, ტექნიკური და პირადი ინფორმაცია, რომელიც კონფიდენციალურია და გამოქვეყნებამდე საჭიროა ყველა დაინტერესებულ მხარესთან შეთანხმება. მისი განცხადებით, ამ გარემოებების გათვალისწინებით, იურიდიული ფორმალობების მოგვარებას 2 კვირა დასჭირდება და ამის შემდეგ შეძლებენ გასაჯაროებას. რაც შეეხება მეორე ვერსიას, მამულაიშივლის თქმით, შეუძლიათ ნავთობისა და გაზის სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, ტელევიზიების წინ ჩაიკითხონ გადაწყვეტილების ტექსტი და ამ ფორმით გაასაჯაროონ. მისივე თქმით, ამას სახელმწიფოს პირველივე დღიდან სთავაზობენ, თუმცა უარს იღებდნენ.
ფრონტერას მზაობას გამოეხმაურა ნავთობისა და გაზის სააგენტოც და ფრონტერას ხელმძღვანელობა შეხვედრაზე მიიწვია, რომ პირობები და ვადები საქმიან ვითარებაში განიხილონ.
"სააგენტო მიესალმება იმ ფაქტს, რომ ჩვენი არაერთი შეთავაზების შემდეგ, კომპანიამ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ოფიციალურად იწვევს შეხვედრაზე მის ხელმძღვანელობას, რათა უახლოეს დღეებში, საქმიან ვითარებაში განვიხილოთ როგორც გადაწყვეტილების ერთობლივად გასაჯაროების პირობები და ვადები, ასევე, მათ მიერ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების ფარგლებში დაბრუნებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ქონებრივი და სხვა პროცედურული საკითხები, აგრეთვე მათ სარგებლობაში დარჩენილ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა და მუშა-მოსამსახურეებისთვის არსებული დავალიანების დაფარვის ვადები",— წერია სააგენტოს განცხადებაში.
კომპანია ფრონტერასა და სახელმწიფოს შორის დავა რამდენიმე წელია გრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში მხარეებმა არაერთხელ შეიცვალეს პოზიცია სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. სახელმწიფომ ფრონტერასთან კონტრაქტი შეეწყვიტა მას შემდეგ, რაც საარბიტრაჟო სასამართლოში დავა დასრულდა. თუმცა, მოგვიანებით გადაიფიქრა და კომპანიას უფლება მისცა, საძიებო სისტემის დარჩენილ 1%-ზე იმუშაოს. სამინისტროში ამბობენ, რომ ეს განპირობებულია სურვილით, შეინარჩუნონ საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია და სტრატეგიულ პარტნიორებთან, კერძოდ, კონგრესმენებთან აშშ-დან ჰქონდეთ კარგი ურთიერთობა.
მხარეებს შორის ურთიერთბრალდებები საარბიტრაჟოს გადაწყვეტილებამდეც არ იყო უცხო, თუმცა შემდეგ უფრო გახშირდა. ორივე მხარე აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდაა და ერთმანეთს ვალდებულებების შეუსრულებლობასა და ზეწოლაში ადანაშაულებდნენ.
- მედიასა და აშშ-ს სრულ ინფორმაციას არ აწვდიან — ფრონტერა მთავრობას ისევ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
- თურნავა: შეწყვიტოს ფრონტერამ არაფრისმომცემი საჯარო კამპანია და მობრძანდეს მოლაპარაკების მაგიდასთან
ფრონტერას საკითხს აქტიურად ეხმაურებოდნენ ამერიკელი კონგრესმენებიც და საქართველოს მთავრობას ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. რაზე პასუხადაც საქართველოში ამბობდნენ, რომ კონგრესმენები დაინტერესებული მხარე არიან და ამ შემთხვევაში მათი კრიტიკა უსაფუძვლოა.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები