ეს არის მორიგი უსაფუძვლო წერილი, რომელსაც ხელს აწერს მალინი — ბერაია კონგრესმენებზე
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია კონგრესმენების კიდევ ერთ წერილს უსაფუძვლოს უწოდებს. მისივე თქმით, წერილი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი რუს ოლიგარქად არის მოხსენიებული და ქვეყნის პროგრესის უკუსვლაზეა საუბარი, სინამდვილეს არ შეესაბამება.
"ეს არის მორიგი უსაფუძვლო წერილი, რომელსაც ხელს აწერს კონგრესმენი მალინი. არც არის მისი მხრიდან გასაკვირი, ეს არის ფრონტერას მხარდამჭერი მესიჯბოქსის გაგრძელება მისი მხრიდან.
თავისთავად ის, რომ წერილში ჩამოთვლილი ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის გასაკვირი. ერთ-ერთი დეტალი, რაც წერილში მითითებულია, თურმე საქართველოში არ განხორციელებულა საარჩევნო რეფორმა, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ წერილი აცდენილია რეალობას", — აღნიშნავს ბერაია.
საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაუარესებასთან დაკავშირებით ამერიკელმა კონგრესმენებმა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს მორიგი წერილით მიმართეს. 27 ივლისით დათარიღებულ წერილს ამჯერად ექვსი კონგრესმენი — მარკვეინ მალინი, ჯოდი არინგტონი, ბილ ფლორესი, ვილ ჰარდი, ბრაიანი ბაბინი და რენდი ვებერი აწერენ ხელს.
"როგორც იცით, 1991 წლის დამოუკიდებლობის დღიდან საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ურთიერთობების ტრანსფორმაციისკენ, იმისათვის, რომ უზრუნველეყო საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებთან ბაზარზე წვდომა, თავდაცვითი ურთიერთობები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი ქართული ოცნების პარტია 2012 წელს ძალაუფლებაში მოვიდა, ქვეყანა პროგრესს ჩამორჩა", — ვკითხულობთ წერილში.
ამავე წერილში, კონგრესმენები მიმართავენ მაიკ პომპეოს შემდეგ საკითხებზე გაამახვილოს ყურადღება:
- "საქართველოს ახლანდელი მთავრობა, რომელსაც უძღვება ქართული ოცნება, არის რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მანიპულაციის ქვეშ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამერიკული ბიზნესები, რომლებიც ათწლეულია ამერიკულ და ქართულ ეკონომიკაში კონტრიბუციას დებენ, ქვეყნიდან გააძევოს. ეს ხდება რუსეთიდან ჩინეთიდან და ირანიდან შემოსული მზარდი კერძო სექტორის სასიკეთოდ;
- საქართველოში შავი ზღვის პორტებთან დაკავშირებული აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების კრიტიკულად მნიშვნელოვან ინტერესებს, მათ შორის: ა) შავი ზღვის პორტებიდან ამერიკული კომპანიების ინვესტიციების/მფლობელობის გამოდევნა, მაშინ როცა ამ უკანასკნელების მიზანი საქართველოს ჩინეთისა და რუსეთის გავლენებისგან დაცვა იყო; ბ) ირანისა და რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციების არასაკმარისად შესრულება, განსაკუთრებით და კონკრეტულად იმ კონტექსტში, როცა საქმე ეხება საზღვაო პორტის აქტივობებსა და მასთან დაკავშირებული კერძო სექტორის ინვესტიციებს.
- ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია აუცილებელი საარჩევნო რეფორმის კანონი, რომელიც გადამწყვეტია 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩვენების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარებისთვის".
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კონგრესმენები ქართული ოცნების ხელისუფლებასა და მათ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ. კრიტიკის პასუხად მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები განვითარების უმაღლეს ეტაპზეა და ქვეყანას აშშ-ის ხელისუფლების სრული მხარდაჭერა აქვს. "ოცნების" დეპუტატების ნაწილი ამბობს იმასაც, რომ ზოგიერთი კონგრესმენი მიკერძოებულია და სხვადასხვა კომპანიის, მათ შორის ფრონტერას ინტერესებს ატარებს.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები