მხნედ და მშვიდად, სიმართლე ყოველთვის პოულობს თავის გზას! — გიორგი რურუა
"მეგობრებო, მხნედ და მშვიდად, სიმართლე ყოველთვის პოულობს თავის გზას!" — მთავარი არხის მეწილე, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა განაჩენს გამოეხმაურა.
რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემის ნდობა არ აქვთ, განაჩენს სააპელაციო სასამართლოში მაინც გაასაჩივრებენ.
"ჩვენ არაერთხელ ვამბობდით, რომ რურუას საქმეზე გადაწყვეტილებას არ იღებს ვალერიან ბუგიანიშვილი. არ არის ეს მოსამართლე რომელიც შინაგანი რწმენის ან კანონის საფუძველზე ხელმძღვანელობს, ის არის უბრალოდ პოლიტიკური მითითებების შემსრულებელი მოსამართლე", — აღნიშნა საძაგლიშვილმა.
მისივე თქმით, საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არსებობდა.
გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი უფლებადამცველი და პარტნიორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი მას საერთოდ არ უნახავს.
მოგვიანებით პროკურატურამ გიორგი რურუას ბრალი დაუმძიმა. პროკურატურის განცხადებით, ბრალს დაემატება ახალი მუხლი სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის შესახებ. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გიორგი რურუამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-სა და ხელის კვლევების ნიმუშის აღების თაობაზე. მიმდინარე წლის 15 იანვარს კი გამომძიებელმა განაცხადა, რომ რურუასგან დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლობით აიღეს. იგი ორივე მუხლით დამნაშავედ სცნეს.
გუშინდელ პროცესზე რურუამ სასამართლო "ცინიკური ფარსი" უწოდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები გააყალბეს. მან მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისთვის, ელჩებს კი 8 მარტის შეთანხმებაზე გაწეული სამუშაოსთვის.
"ჩვენ წინააღმდეგ გააყალბეს მტკიცებულებები საბჭოთა პროპაგანდის კლასიკური გაგებით, საბჭოთა პრესის ხელით ცდილობენ ჩვენი სახელების გატეხვას. ჩემი წინასწარ დამნაშავედ გამოცხადება, რომელიც ოლიგარქიული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებიდან ვრცელდება, ჩვენს კონსტიტუციას არღვევს და ეწინააღმდეგება მას. ზუსტად ეს არის პოლიტიკური დევნა ოლიგარქიის მხრიდან და მიზეზი, თუ რატომ მივხვდი მათ ხელში, არის დამოუკიდებელი ტელევიზიის აქციების შეძენა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის მხარდაჭერა და მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ", — განაცხადა რურუამ დასკვნით სიტყვაში.
რურუა ერთ-ერთია იმათგან, ვის გათავისუფლებასაც ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში ითხოვდა. უწყება მას იარაღის უკანონო ტარებას ედავებოდა, მისი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამტკიცებს, რომ რურუა თავად არის დანაშაულის მსხვერპლი და იარაღი ჩაუდეს.
ენმ-ის ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ თუკი 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდება და გიორგი რურუა დარჩება პოლიტპატიმრად, წინასაარჩევნო გარემო არ იქნება ისეთი, რა სურვილიც საერთაშორისო პარტნიორებმა გამოთქვეს.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები