სერიალის 15 საძულველი პერსონაჟი, რომელიც 2020 წლის როლს იდეალურად მოირგებდა
ცოტა ხნის წინ Facebook-ზე სერიალების ჯგუფში წელს უკვე არაერთგზის და არაერთი ფორმით დასმული შეკითხვა კვლავ გაჟღერდა: 2020 წელი რომ სერიალის პერსონაჟი იყოს, ვინ იქნებოდა?
ღმერთი წელს დისტოპიას წერს, მაგრამ 2020 უკვე ჟანრის მოყვარულებსაც კი ძალიან მობეზრდათ. საბედნიეროდ, ადამიანებს ჩვენთვის საძულველი რამეების ერთმანეთთან შედარებაზე მეტად ცოტა რამ გვიყვარს, ამიტომ, მოდი, რამდენიმე ისეთი პერსონაჟი გავიხსენოთ, რომლებიც ჭეშმარიტად გვეზიზღებიან, თავს გვაბეზრებენ ან, უბრალოდ, საშინელი ადამიანები არიან:
1. მისტერ ბიგი Sex and the City-დან
გულისამრევი კაცის კლასიკური მაგალითი. პრინციპში, ქერიც შეიძლებოდა მის ადგილას, ორივე ერთად კი სამუდამო კარანტინშია გასაშვები.
2. ემილი Friends-იდან
თავიდან კი ყველას გვესაყვარლება, მაგრამ მალევე აჩენს კლანჭებს და ყველაზე ეჭვიანი, კონტროლის მოყვარული და ეგოისტი პერსონაჟი ხდება.
3. მარტინი Fleabag-იდან
რამდენად უხერხემლო, გამაღიზიანებელი და საზიზღარია მარტინი? 20/20.
4. ფრენკი Shameless-იდან
საშინელი მამა, მოქალაქე და ადამიანი. არასდროს იცი, რას გიმზადებს და ზურგში დანას როდის ჩაგცემს. Sounds familiar?
5. ჰანა Dark-იდან
არაა გამორიცხული, სადმე 1987-ში იყოს გადასული და მის გამო ვიყოთ ახლა ამ დღეში.
6. ნიკი და პაულო Lost-იდან
სრულიად არასაჭირო და ერთმანეთზე საშინელი პერსონაჟები, რომლებმაც ჩვენი საყვარელი სერიალის მთელი სერია წაგვართვეს, 2020-მა კი — ჩვენი ცხოვრების მთელი წელი.
7. არტურო Money Heist-იდან
კორონავირუსს რომ სახე ჰქონდეს, ნამდვილად არტურიტოსი იქნებოდა.
8. ნიგანი The Walking Dead-იდან
დაუნდობელი და გარყვნილი ნარცისი, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვაფეთებდით სახეში მისსავე "ლუსილს".
9. ჯოფრი, რემზი და ოლი Game of Thrones-იდან
ამ სამიდან რომელიმეს გამორჩევა 2020-ის გადაგორებაზე უფრო რთული საქმეა. საბედნიეროდ, სამივემ საკადრისად დაასრულა სიცოცხლე.
10. მარნი Girls-იდან
განდიდების მანიით მოცული ეგოისტი და ზედაპირული ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ ყველა მას უნდა ევლებოდეს თავს. She's just the worst.
11. თი-ბეგი Prison Break-იდან
ყოვლად ურცხვი და ამორალური, ბოროტების ნამდვილი განსხეულება. რკინის პირბადე აკლია და ჰანიბალ ლექტერობასაც თავისუფლად გაწვდება.
12. გევინი Silicon Valley-დან
ასეთი არაეთიკური და უმოწყალო ნაძირალა ცოტა თუ მოიძებნება. 2020 წელი რომ მსახიობი იყოს, იდეალურად მოირგებდა მის როლს.
13. ენდი The Office-იდან
ყოველმხრივ უჭკუო და უზნეო პერსონაჟი, რომელიც მაიკლის ჩანაცვლების შემდეგ კიდევ უფრო აუტანელი ხდება. თავისუფლად შეიძლება, წლევანდელი მეკვლე ის იყოს.
14. სერენა The Handmaid’s Tale-იდან
რთულია ისეთი მომენტების გახსენება, როდესაც სერენა სრული ურჩხული არ არის. ყოველგვარი სინანულის არარსებობს რომ თავი დავანებოთ, უზნეოდ პატრიარქალური საზოგადოებას ჩამოყალიბებაში მასაც დიდი წვლილი მიუძღვის.
15. დოლორეს ამბრიჯი ჰარი პოტერიდან
კი, მართალია, მხოლოდ სერიალის პერსონაჟები უნდა ყოფილიყვნენ ამ სიაში, მაგრამ ახლახან გამოცემული დეკრეტი №2020-ის მიხედვით, დოლორეს ამბრიჯისადმი ზიზღი ყველანაირი ჟანრისა და ფორმატის ფარგლებს სცდება.
ბონუსი: ჩენდლერი Friends-იდან
დამშვიდდით, დამშვიდდით, ეს ხუმრობაა. ჩენდლერს თითი არავინ დააკაროს!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები