შიდა პოლიტიკური დისკუსია და ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები იკითხება — ცქიტიშვილი კონგრესმენების წერილზე
ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, შეერთებული შტატების ხელისუფლების ნებისმიერი შტოს წარმომადგენელს განიხილავენ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარს, მაგრამ ზოგიერთ გზავნილში "შიდა პოლიტიკური დისკუსია და ოპოზიციური სპექტრის დესტრუქციული ქმედებები იკითხება". მისივე თქმით, ოპოზიცია არასწორ ინფორმაციას აწვდის კონგრესმენებს და მათაც უხერხულ მდგომარეობაში აგდებს. ასე გამოეხმურა ის 6 კონგრესმენის კრიტიკულ წერილს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსადმი.
ცქიტიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლების დაზიანებას ცდილობს და ამ დროს ლახავს ქვეყნის რეპუტაციას, რაც საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარება მომავალ არჩევნებში სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
"სახელმწიფო მდივან პომპეოსთან კომუნიკაციის შედეგად ვნახეთ რა მაღალ დონეზე შეფასდა ჩვენი დემოკრატიული წარმატებები, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და საერთოდ, ორი ქვეყნის პარტნიორობა, ისევე როგორც ეს ჩანს ყოველდღიურ რეჟიმში საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებებში. გარწმუნებთ, ჩვენი ურთიერთობა არის ძალიან მაღალ დონეზე და არაფერი ამ ურთიერთობებს არ ემუქრება", — ამბობს ვიცეპრემიერი.
კონგრესმენებმა წერილში საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაუარესებაზე ისაუბრეს და ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიეს.
"როგორც იცით, 1991 წლის დამოუკიდებლობის დღიდან საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ურთიერთობების ტრანსფორმაციისკენ, იმისათვის, რომ უზრუნველეყო საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებთან ბაზარზე წვდომა, თავდაცვითი ურთიერთობები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი ქართული ოცნების პარტია 2012 წელს ძალაუფლებაში მოვიდა, ქვეყანა პროგრესს ჩამორჩა", — ვკითხულობთ წერილში.
ამავე წერილში, კონგრესმენები მიმართავენ მაიკ პომპეოს შემდეგ საკითხებზე გაამახვილოს ყურადღება:
- "საქართველოს ახლანდელი მთავრობა, რომელსაც უძღვება ქართული ოცნება, არის რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მანიპულაციის ქვეშ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამერიკული ბიზნესები, რომლებიც ათწლეულია ამერიკულ და ქართულ ეკონომიკაში კონტრიბუციას დებენ, ქვეყნიდან გააძევოს. ეს ხდება რუსეთიდან ჩინეთიდან და ირანიდან შემოსული მზარდი კერძო სექტორის სასიკეთოდ;
- საქართველოში შავი ზღვის პორტებთან დაკავშირებული აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების კრიტიკულად მნიშვნელოვან ინტერესებს, მათ შორის: ა) შავი ზღვის პორტებიდან ამერიკული კომპანიების ინვესტიციების/მფლობელობის გამოდევნა, მაშინ როცა ამ უკანასკნელების მიზანი საქართველოს ჩინეთისა და რუსეთის გავლენებისგან დაცვა იყო; ბ) ირანისა და რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციების არასაკმარისად შესრულება, განსაკუთრებით და კონკრეტულად იმ კონტექსტში, როცა საქმე ეხება საზღვაო პორტის აქტივობებსა და მასთან დაკავშირებული კერძო სექტორის ინვესტიციებს.
- ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია აუცილებელი საარჩევნო რეფორმის კანონი, რომელიც გადამწყვეტია 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩვენების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარებისთვის".
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კონგრესმენები ქართული ოცნების ხელისუფლებასა და მათ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ. კრიტიკის პასუხად მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები განვითარების უმაღლეს ეტაპზეა და ქვეყანას აშშ-ის ხელისუფლების სრული მხარდაჭერა აქვს. "ოცნების" დეპუტატების ნაწილი ამბობს იმასაც, რომ ზოგიერთი კონგრესმენი მიკერძოებულია და სხვადასხვა კომპანიის, მათ შორის ფრონტერას ინტერესებს ატარებს.
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
კომენტარები