თურქეთში მიიღეს კანონი, რომელიც სოციალურ ქსელებს კონტენტის წაშლას ავალდებულებს
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სოციალურ პლატფორმებს, მათ შორის ფეისბუქსა და ტვიტერს ავალდებულებს მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში თავიანთი პლატფორმიდან კონტენტი წაშალონ და მონაცემების თურქეთში შეინახონ.
როგორც გამოცემა CBS News წერს, ამ კანონის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს არის სოციალურ მედიაზე კონტროლისა და ოპოზიციის გაჩუმების მცდელობა.
ახალი კანონის თანახმად, სოციალური მედიის კომპანიებს, რომლებსაც დღიურად მილიონზე მეტი აქტიური მომხარებელი ჰყავთ, მოუწევთ თურქეთში წარმომადგენლობის გახსნა და კონტენტის დაბლოკვასა და წაშლაზე მთავრობის ან ინდივიდების მოთხოვნების დაკმაყოფილება. უარის შემთხვევაში, გათვალისწინებულია მათი დაჯარიმება, რეკლამების დაბლოკვა ან მათი მონაცემების გამტარობის შესაძლებლობის 90 პროცენტამდე შეზღუდვა, რის შედეგადაც მათზე წვდომა შეუძლებელი გახდება. კანონი ასევე მოითხოვს, რომ მომხმარებელთა მონაცემები თურქეთში იქნას შენახული.
კანონს მხარი დაუჭირა თურქეთის მმართველმა — სამართლისა და განვითარების პარტიამ ნაციონალისტ მოკავშირეებთან ერთად.
კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, ტვიტერში მისი შვილისა და შვილიშვილის შეურაცხმყოფელ პოსტების პასუხად განაცხადა, რომ სოციალურ მედიაზე კონტროლი გამკაცრდებოდა.
თურქეთის პრეზიდენტის სოციალური ქსელისადმი მტრული დამოკიდებულება ახალი არ არის. 2013 წელს ერდოღანმა სოციალურ ქსელებს "საზოგადოებისთვის ყველაზე სახიფათო რამ" უწოდა მას შემდეგ, რაც მთელი ქვეყანაში ონლაინ ორგანიზებულმა პოპულარულმა პროტესტმა მოიცვა.
CBS ცნობით, ბოლო წლებში სოციალური მედიის პოპულარობა გაიზარდა მათ შორის, ვისაც მთავრობისდამი ოპოზიციური განწყობა აქვს და სურს ხელი მიუწვდებოდეს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ახალ ამბებზე. ტრადიციული მედიის უმრავლესობას ფლობენ ბიზნესები, რომლებიც მხარს უჭერენ თურქეთის მთავრობას და არ სურთ მასთან ურთიერთობის გაფუჭება.
ამასთან გამოცემა აღნიშნავს, რომ მთავრობა აქტიურად ცდილობს სოციალური მედიაზე ზეგავლენას. ტვიტერის ინფორმაციით, 2019 წლის პირვლ ნახევარში თურქეთიდან კონტენტის წაშლის 6 000 მოთხოვნა შევიდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
კომენტარები