15 სახალისო და მოულოდნელი კამეო ცნობილ ფილმებში
Game of Thrones-ის მეშვიდე სეზონში ედ შირანის გამოჩენას თუ არ ჩავთვლით, ცნობილი სახეების კამეოები ყველას ძალიან გვიყვარს: რა სჯობს, როცა მოულოდნელად ფილმში შენს საყვარელ მუსიკოსს ან მსახიობს მოკრავ თვალს.
გთავაზობთ 15 სახალისო და მოულოდნელ კამეოს, რომელმაც ჩვენთვის საყვარელ და ცნობილ ფილმებს კიდევ უფრო მეტი ხიბლი შესძინა:
1. კრისტოფერ ლოიდი A Million Ways to Die in the West-ში
კოვბოი-კომედიაში კრისტოფერ ლოიდი მცირე ხნით თავის საკულტო როლს დაუბრუნდა და კვლავ ვიხილეთ Back to the Future-ის დროში მოგზაური დოკი ბრაუნი.
2. ბილ მიურეი Zombieland-ში
ზომბილენდში ბილ მიურეი ზომბი საკუთარი თავის როლში ჩნდება ძალიან ცოტა ხნით, სანამ ჯესი აიზენბერგის პერსონაჟი მას არ მოკლავს — ის მხოლოდ ამის შემდეგ იაზრებს, რომ თურმე ბილ მიურეი გამოასალმა სიცოცხლეს.
3. მაილი საირუსი High School Musical 2-ში
გაურკვეველია, როგორ მოხვდა მაილი თავისი საკულტო ყვითელი ზედით Lava Springs-ის წვეულებაზე.
4. მეთ დეიმონი ევროტურში
და იცოდით რომ, ყველასთვის საყვარელ ევროტურში ფიონას ახალი ბოიფრენდის როლს მეთ დეიმონი ასრულებს?
5. პოლ მაკარტნი კარიბის ზღვის მეკობრეებში
ლეგენდარული მუსიკოსი Pirates of the Caribbean: Dead Men Tell No Tales-ში ჯეკ ბეღურას ბიძის როლს ასრულებს.
6. სტენ ლი კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომში
პრინციპში, სტენ ლის ნებისმიერი კამეოს შეყვანა შეიძლებოდა ამ სიაში, თუმცა Captain America: Civil War-ში მისი FedEx-ის მიმტანად გამოჩენა და ტონი სტარკის ძებნა მაინც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.
7. ძმები ჯონასები ღამე მუზეუმში 2-ში
ამერიკული პოპ-როკ ბენდ Jonas Brothers-ის ძმები კუპიდონის ქანდაკებების როლში გვევლინებიან ფილმში Night at the Museum: Battle of the Smithsonian. რაღაც მომენტში ისინი თავიანთ Lovebug-საც კი ასრულებენ.
8. ემა უოტსონი This Is the End-ში
ამ კამეოში მსახიობი საკუთარი თავის როლს ასრულებს.
9. ელტონ ჯონი Kingsman: The Golden Circle-ში
ფილმში მუსიკოსი საკუთარი თავის როლში გვევლინება — მას იტაცებენ და სიმღერას აიძულებენ.
10. ლინ-მანუელ მირანდა Star Wars: The Rise of Skywalker-ში
ძალიან ხანმოკლე და ხშირად შეუმჩნეველი კამეოა, თუმცა ჰამილტონის ვარსკვლავმა მუსიკა ამ ფილმისთვისაც შექმნა და მისი გამოჩენა ფანებს ძალიან გაუხარდათ.
11. მაიკ ტაისონი The Hangover-ში
2007 წლის ფილმში ლეგენდარულ მოკრივეს თავის საყვარელ ვეფხვს პარავენ.
12. ბრედ პიტი Deadpool 2-ში
ფილმში ბრედ პიტი Vanisher-ის როლს ასრულებს: უჩინარი სუპერგმირის, რომელიც სიკვდილისას წამიერად აჩენს სახეს.
13. ჰიუ ჯეკმანი X-Men: First Class-ში
ბევრისთვის X-Men-ის ფრენჩაიზის ეს ფილმი ფავორიტად სწორედ ლოგანის ხანმოკლე გამოჩენისა და მისი საკულტო "Go fuck yourself" ფრაზის გამო იქცა.
14. სტივენ კინგი It Chapter Two-ში
მწერალი, პირდაპირი გაგებით, საკუთარი პერსონაჟის როლს ასრულებს და ლომბარდის მფლობელად გვევლინება. ფილმში ის ბილის პერსონაჟის განხილვისას გადაკვრით იმაზეც საუბრობს, რომ მისი წიგნების დასასრულებს მკითხველი ყოველთვის კარგად არ ეხმაურება.
15. რაიან რეინოლდსი A Million Ways to Die in the West-ში
რაიან რეინოლდსი სულ რამდენიმე წამით ჩნდება ბარში და ლიამ ნისონის პერსონაჟი მას მომენტალურად ტყვიას ახლის.
ბონუსი: რაპუნცელი და ფლინ რაიდერი Frozen-ში
დესერტად ეს ანიმაციური კამეოც ინებეთ.
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
კომენტარები