აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების სამსახურში დასაბრუნებლად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან გუშინ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
თანამშრომლები დღეს, 19:00-ზე მაუწყებელთან მათი მხარდამჭრი აქციის გამართვას გეგმავენ. ორგანიზატორები სისტემატურ აქციებს აანონსებენ მანამ, სანამ ბაჩო გურაბანიძეს, გიორგი მურვანიძესა და გურამ ქადიძეს სამსახურში არ აღადგენენ. ასევე, არხის თანამშრომლები ითხოვენ მაუწყებლის მენეჯმენტთან და მრჩეველთა საბჭოს წევრებთან შეხვედრას.
ლეილა შავიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი აცხადებს, რომ დღის ბოლომდე რაიმე ფორმით აუცილებლად უნდა შედგეს საუბარი მრჩეველთა საბჭოსთან და მენეჯმენტთან, რათა მოხდეს პრობლემის აღიარება და თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება გადაიხედოს.
"ხელმოწერებს ვაგროვებთ თანამშრომლები. აქაც, რა თქმა უნდა, ჩვენი თხოვნა იგივეა, რომ ეს ადამიანები შეინარჩუნოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და გადაიხედოს კიდევ ერთხელ არასამართლიანი გადაწყვეტილება", — აცხადებს ლეილა შავიშვილი.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მენეჯმენტი აცხადებს, რომ როგორც კი ოფიციალური განცხადება შევა შეხვედრასთან დაკავშირებით, ისინი ამ საკითხზე იმსჯელებენ. მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარე, გიგა ჩხარტიშვილი კი ამბობს, რომ შეხვედრის და საუბრის პრობლემა არც ყოფილ და არც მოქმედ თანამშრომლებთან არ არის, თუმცა 31 ივლისს შეხვედრა ვერ მოხერხდება, რადგან მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი ქალაქში არ იმყოფება.
30 ივლისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან კიდევ 3 ჟურნალისტი გაათავისუფლეს, რასაც საპროტესტო აქცია მოყვა. მაუწყებლის ინფორმაციით, დირექტორის ბრძანებაში წერია, რომ ბაჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე ერთი თვის წინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო გაათავისუფლეს, რომელზეც მოკვლევაც ახლა დასრულდა. თუმცა გათავისუფლები თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათი გათავისუფლების რეალური მიზეზი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მათდამი დამოკიდებულებაა, რადგან მის საწინააღმდეგო და საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
კომენტარები