ქვეყანაში არის საყოველთაო სიღატაკე, ტყუილი უნდა გაქრეს ქართული პოლიტიკიდან — ბადრი ჯაფარიძე
25 -31 ივლისს დასავლეთ საქართველოში ლელო საქართველოსთვის რეგიონული ტურნე გაიმართა. საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრების და ტურნეს დასრულების შემდეგ, რეგიონში არსებული მოცემულობა შეაფასა ლელო საქართველოსთვის გენერალურმა მდივანმა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ.
"დავდივარ ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში. მოვიარე მესტია, ზუგდიდი, წალენჯიხა, სენაკი, მარტვილი, აბაშა, ქუთაისი, სამტრედია და ლანჩხუთი. მაქვს უშუალო შეხვედრები და უშუალო ურთიერთობები ადამიანებთან. მოსახლეობა ძალიან გულწრფელად საუბრობს იმ გაუსაძლის მდგომარებაზე, რომელშიც იმყოფება. საუბრობენ უნდობლობაზე, რომელიც ხელისუფლების მიმართ აქვთ. ქვეყანას უჭირს, არის საყოველთაო სიღატაკე: ოჯახების უმეტესობა, პრაქტიკულად, არის იმის მოლოდინში, თუ რას ჩაურიცხავენ მათ საზღვარგარეთ იძულებით წასული ოჯახის წევრები; მოხუცები რეგიონში არინ მარტო დარჩენილები; ახალგაზრდებს კი არ აქვთ სამუშაო პირობები და ამ მოცემულობაში, არც მომავლის პერსპექტივა. საზოგადობის უნდობლობა ხელისუფლების მიმართ ძალიან ლოგიკურია, ქართულ ოცნებას არაფერი ხელშესახები არ გაუკეთებია ქვეყნისთვის. პოლიტიკოსები, როგორც წესი, ჩნდებოდნენ არჩევნების წინ, იძლეოდნენ ფუჭ დაპირებებს და შემდეგ, არჩევნებამდე ქრებოდნენ. აქედან გამომდინარე, ნდობა არის დაბალი ან საერთოდ გამქრალი. ქვეყანაში უნდა დასრულდეს მავნე პრაქტიკა, როდესაც პოლიტიკოსის სიტყვას არ აქვს ფასი. ტყუილი საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკიდან. არჩევნებზე ხელისუფლების დამარცხება არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანას გაუჩნდეს პერსპექტივა და დაიწყოს ახალი ცხოვრება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ლელო საქართველოსთვის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა უნდა აღადგინონ დაკარგული ნდობა და ქვეყნის მიმართ გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა.
"ლელოს ერთ-ერთი ამოცანაა, შემოვიტანოთ და დავნერგოთ ქართული პოლიტიკისთვის უჩვეულო სიახლე, ახალი სტანდარტი და წესი - სიტყვის და დაპირების შესრულება. ახალ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მკაფიო ხედვა და სამოქმედო გეგმა, რომელიც იქნება ქვეყნის სიღატაკიდან გამოსვლის საფუძველი და ქვეყნის ახალი შესაძლებლობა", — აცხადებს ჯაფარიძე.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები