ირანი კორონავირუსის რეალურ სტატისტიკას მალავს — BBC
ირანში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა იმაზე სამჯერ მეტია, ვიდრე ამას ირანის მთავრობის ოფიციალური სტატისტიკა ამბობს. ამის შესახებ BBC-ის სპარსული სამსახურის ჟურნალისტურ გამოძიებაშია საუბარი.
სტატისტიკა, რომლებიც BBC-ის ანონიმურმა წყარომ მიაწოდა, მთავრობას ეკუთვნის, თუმცა გასაჯაროებული არაა. ამ რიცხვების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ს 42 000 ადამიანი ემსხვერპლა და არა 14 405, როგორც ამას ჯანდაცვის სამინისტრო საჯაროდ აცხადებს. ამასთან, ინფიცირებულთა რეალური რიცხვი 451 024-ს შეადგენს — მთავრობის მიერ გასაჯაროებულ მონაცემებზე თითქმის ორჯერ მეტს. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 278 827-ია.
გამოცემის თანახმად, ხელისუფლებამ ვირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 1-თვიანი დაგვიანებით გაასაჯაროვა. სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ჯერ კიდევ 22 იანვარს დაფიქსირდა, თუმცა ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ მათ მხოლოდ 19 თებერვალს განაცხადეს.
როგორც BBC განმარტავს, ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია მოიცავს ქვეყნის მასშტაბით კლინიკების მონაცემებს, ადამიანების სახელებს, ასაკს, სქესსა და პერიოდს, რომელიც მათ საავადმყოფოში გაატარეს. წყარო ამბობს, რომ გამოცემასთან თანამშრომლობს, რადგან სურს, "სიმართლეს ნათელი მოჰფინოს" და დაასრულოს "პოლიტიკური თამაშები" ვირუსის გარშემო.
ირანში ვირუსთან დაკავშრებული შეზღუდვები მარტის ბოლოს, ნოვრუზის (ირანული ახალი წლის) დღესასწაულზე ამოქმედდა, რამაც შემთხვევათა მკვეთრი კლება გამოიწვია. თუმცა, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი ისევ გაიზარდა. ბოლო კვირებში, ქვეყანაში კვლავ ფიქსირდება დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდა.
BBC-ის ცნობით, ირანის ჯანდაცვის უწყება ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების ზეწოლის ქვეშ იყო. პირველები კი, ვინც განგაში ატეხა და უწყება აიძულა განეცხადებინა ქვეყანაში ვირუსის არსებობის შესახებ, იყო ორი ექიმი ძმა ქალაქ ყუმიდან, რომელთაც ძმა COVID-19-ით დაეღუპათ.
გამოცემის მიერ მოპოვებული სტატისტიკის მიხედვით, 19 თებერვალს, როცა ირანის ხელისუფლებამ ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ ოფიციალურად განაცხადა, ქვეყანაში უკვე კორონავირუსით გარდაცვალების 52 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები