დღეს თსუ-ს რექტორის არჩევნები გაიმართება
დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები ჩატარდება. თანამდებობის დასაკავებლად 3 კანდიდატი იბრძვის, მათ შორისაა თსუ-ს მოქმედი რექტორი, გიორგი შარვაშიძეც.
მოქმედი რექტორის გარდა აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში გიორგი ბარამიძე და ცირა ბარამიძეც მონაწილეობენ. რექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით გაიმართება.
არჩევნების შედეგები ძალაში 2020 წლის 24 სექტემბერს შედის, მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ამოწურვის თარიღიდან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას გიორგი შარვაშიძე 2016 წლიდან იკავებს.
2019 წელს რადიო თავისუფლებამ და სტუდია მონიტორმა მოამზადეს მასალა თსუ-ს რექტორის დისერტაციაში პლაგიატის შესახებ. 2020 წლის 21 იანვარს კი ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილიაუნის საბჭომ პლაგიატი დაადგინა, რაც შარვაშიძის ნაშრომის 34% იყო.
შარვაშიძე პლაგიატს 2019 წელსაც უარყოფდა. მაშინ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რექტორის დისერტაციაში უცვლელადაა გადატანილია 2002 წელს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით მომზადებული დოკუმენტის ტექსტი. სტუდია მონიტორის გამოძიების თანახმად, ტექსტს წყარო მითითებული არ აქვს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისუფლების მონიტორის ჟურნალისტის წინააღმდეგ ეთიკის ქარტიაში დავობდა, თუმცა დარღვევა არ დადგინდა.
რამდენიმე დღის წინ თსუ-ს პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც, თსუ-ს რექტორი, გიორგი შარვაშიძე პლაგიატში ამხილა, მასზე შურისძიების რამდენიმე სერია მოაწყვეს. მისი განმარტებით, უნივერსიტეტში შექმნილმა ეთიკის კომისიამ, თავისივე დისერტაციის გამო, მეცნიერულ არაკეთილსინდისიერებაში დაადანაშაულა.
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვანახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა ნახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა
-
გადახედვანახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები