ფაილები წაშლილი შეიძლება იყოს, რადგან კომპიუტერში არაფერი საინტერესო არ დევს — რამიშვილი
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ გარდაცვლილის კომპიუტერში საინტერესო ვერაფერი ნახა და კიბერსისტემის მცოდნე ადამიანის კომპიუტერში გაურკვეველი ყვავილების ფოტოების ნახვა არანაირი ინფორმაციის მომცემი არ არის. ის ვარაუდობს, რომ გარკვეული ფაილები შეიძლება წაშლილი იყოს.
"წაშლილი შეიძლება იყოს იქიდან გამომდინარე, რომ არაფერი საინტერესო არ დევს. ისეთი ფოტოებია, გაურკვეველი ყვავილების. [გამოდის, რომ] ადამიანი, რომელიც დასაქმებულია, რომელიც მცოდნეა კომპიუტერული სისტემის, აბსოლუტურად არანაირი ინფორმაციის მფლობელი არ არის", — აცხადებს რამიშვილი.
მისივე თქმით, ფედერალური ბიუროდან დამატებით ექსპერტების ჩართვა აუცილებელია, ვინაიდან საგამოძიებო უწყებები ცდილობენ იმ ვერსიის გამყარებას, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა საქმე თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
"მათი მტკიცებით, 18 ივლისის 10 საათიდან ლეპტოპს არავინ არ გაკარებია. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ აუცილებლად არის ჩასართველი, ყოველ მიზეზგარეშე, ფედერალური ბიუროდან დამატებითი ექსპერტები", — ამბობს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი.
დღეს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა FBI-ს ჩართვის მოთხოვნით აშშ-ს საელჩოსთან საპროტესტო აქციაც გამართეს. გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ თუ გამოძიებაში FBI არ ჩაერთვება, აშშ-ს საელჩოს წინ შიმშილობას დაიწყებს.
23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ცხედარი უკანა სავარძელზე იყო და ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.
საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს კიდევ ერთი კვალიფიკაცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
ჯერ კიდევ ძებნის პროცესში გამოძიებამ ამოიღო ბაჩალიაშვილის კომპიუტერი, თუმცა ოჯახი აცხადებდა, რომ მისი გახსნა ვერ შეძლეს. მოგვიანებით კი მამამ მედიასთან თქვა, რომ პოლიციელის თქმით, მისი შვილი "დიდ შარში იყო". ოჯახის ადვოკატი კომპიუტერის გახსნის პროცესზე დასწრებას ითხოვდა, თუმცა, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ლუქი მის გარეშე მოხსნეს.
- ბაჩალიაშვილის სიკვდილი სამი მაღალჩინოსნის კომპრომატის მოპოვებას უკავშირდება — ფორმულა
- თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელს შეხვდნენ
- ბაჩალიაშვილის საქმე გამოსაძიებლად თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა
- ადვოკატის თქმით, ბაჩალიაშვილის კომპიუტერს ლუქი მის გარეშე მოხსნეს
- პოლიციელის მტკიცებით, ბაჩალიაშვილის მამისთვის არ უთქვამს, თქვენი შვილი "დიდ შარშიაო"
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები