თსუ-ს რექტორად კვლავ გიორგი შარვაშიძე აირჩიეს
თსუ-ს რექტორად კვლავ გიორგი შარვაშიძე აირჩიეს. გადაწყვეტილება უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დღეს, 4 აგვისტოს მიიღო.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას გიორგი შარვაშიძე 2016 წლიდან იკავებს.
მოქმედი რექტორის გარდა აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში გიორგი ბარამიძე და ცირა ბარამიძეც მონაწილეობდნენ. რექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით გაიმართა.
არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე რექტორობის კანდიდატმა, გიორგი ბარამიძემ ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს და საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მან ამ გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ეს არჩევნები არის თავიდან ბოლომდე დისკრედიტირებული, არის რადიკალურად პოლიტიზირებული და ჩემი ღრმა რწმენით, ემსახურება მხოლოდ მმართველი პარტიის, ხელისუფლების ინტერესებს", — აცხადებს გიორგი ბარამიძე.
არჩევნების შედეგები ძალაში 2020 წლის 24 სექტემბერს შედის, მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ამოწურვის თარიღიდან.
2019 წელს რადიო თავისუფლებამ და სტუდია მონიტორმა მოამზადეს მასალა თსუ-ს რექტორის დისერტაციაში პლაგიატის შესახებ. 2020 წლის 21 იანვარს კი ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილიაუნის საბჭომ პლაგიატი დაადგინა, რაც შარვაშიძის ნაშრომის 34% იყო.
შარვაშიძე პლაგიატს 2019 წელსაც უარყოფდა. მაშინ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რექტორის დისერტაციაში უცვლელადაა გადატანილია 2002 წელს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით მომზადებული დოკუმენტის ტექსტი. სტუდია მონიტორის გამოძიების თანახმად, ტექსტს წყარო მითითებული არ აქვს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისუფლების მონიტორის ჟურნალისტის წინააღმდეგ ეთიკის ქარტიაში დავობდა, თუმცა დარღვევა არ დადგინდა.
რამდენიმე დღის წინ თსუ-ს პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც, თსუ-ს რექტორი, გიორგი შარვაშიძე პლაგიატში ამხილა, მასზე შურისძიების რამდენიმე სერია მოაწყვეს. მისი განმარტებით, უნივერსიტეტში შექმნილმა ეთიკის კომისიამ, თავისივე დისერტაციის გამო, მეცნიერულ არაკეთილსინდისიერებაში დაადანაშაულა.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
კომენტარები