დისნეი დანებდა და მულანის პრემიერას ონლაინ გამართავს
მას შემდეგ, რაც დისნეის ახალი მაღალი მოლოდინების მქონე პროექტის — მულანის პრემიერა პანდემიის გამო არაერთხელ გადაიდო, მაყურებლებს საბოლოოდ შესაძლებლობა ექნებათ, რომ სულ მალე ის იხილონ.
თუმცა დიდი ეკრანის ნაცვლად, მისი პრემიერა მცირე ეკრანებზე შედგება.
CNN-ის ცნობით, გიგანტურმა კომპანია დისნეიმ გადაწყვიტა, რომ 1998 წელს გამოსული საკულტო ანიმაციის ამ ახალი რიმეიქის პრემიერა კინოთეატრების ნაცვლად თავის სტრიმინგ სერვისზე — Disney Plus-ზე შედგეს.
დისნეის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ბობ ჩაპეკის განცხადებით, ამ "ახალი საშუალებების" გამოყენება მათ პანდემიამ აიძულა.
"ვიფიქრეთ, რომ მნიშვნელოვანი იყო ალტერნატიული გზები გვეპოვა, რომელთა საშუალებითაც ამ განსაკუთრებულად ოჯახური განწყობის მქონე ფილმის ხილვის საშუალებას მაყურებლებს რაც შეიძლება მალე მივცემდით".
ეს "ალტერნატიული გზა" $29.99 ღირს: Disney Plus-ზე 4 სექტემბერს გაიმართება მულანის პრემიერა და ამ სტრიმინგ სერვისის მომხმარებლებს ექსკლუზიურად შეეძლებათ მისი ნახვა.
როგორც ბობ ჩაპეკი ამბობს, ეს მხოლოდ "ერთი გამონაკლისი" იქნება და სხვა დაგეგმილი პროექტების პრემიერებს მსგავსი ფორმატით არ გამართავენ. ყოველ შემთხვევაში, ჯერ მაინც არა:
"ამ გზით გავიგებთ, თუ რამდენად საინტერესო, ხელმისაწვდომი და კომფორტულია ჩვენი მომხმარებლებისთვის ეს მეთოდი".
Disney+ სულ რაღაც ცხრა თვის წინ ამოქმედდა და გასული თვის მონაცემებით უკვე 60,5 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, შესაბამისად, ამ პლატფორმაზე მულანის პრემიერა, დიდი ალბათობით, "ანშლაგით ჩაივლის".
რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც ამჟამად დისნეის ეს სერვისი ხელმისაწვდომი არ არის (მათ შორისაა საქართველოც), ფილმის პრემიერა უახლოეს შესაძლებელ დროს ტრადიციული გზით — კინოთეატრებში შედგება.
ისღა დაგვრჩენია, ფილმის ტრეილერი კიდევ ერთხელ ვნახოთ და დაველოდოთ, როდის შევძლებთ მულანის ახლებური ისტორიის ხილვას ეკრანებზე.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები