კახელი ფერმერი ნიადაგის მინიმალური დამუშავებით ხორბლის წარმოებას აუმჯობესებს — გიორგი ხოსროშვილის ისტორია
დედოფლისწყაროელ ფერმერს, გიორგი ხოსროშვილს, 15 წელია კახეთში ხორბალი, ქერი და სიმინდი მოჰყავს. იგი ერთ-ერთი პირველია, ვინც გადაწყვიტა, ხორბლის წარმოება ახალი, ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდით ეცადა. მეთოდი ფერმერებს ევროკავშირისა და FAO აგრონომებმა, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში შესთავაზეს. პროექტი კახელ ფერმერებს ხელს უწყობს, ნულოვანი დამუშავების მეთოდით, მოსავლის ხარისხისა და რაოდენობის გაზრდასა და დანახარჯების ოპტიმიზაციაში.
გიორგი ამბობს, რომ მიწის დამუშავების ამ ახალი მეთოდის შესახებ რეგიონში არაფერი იყო ცნობილი, სანამ მას ეს მეთოდი ექსტენციის სპეციალისტებმა არ შესთავაზეს. ფერმერისთვის საკმაოდ უცნაური იყო ის ფაქტი, რომ აგრონომებმა მას შემოდგომის ნაცვლად, ხორბალი გაზაფხულზე დაათესინეს.
გიორგი ხოსროშვილი მთლიანობაში 130 ჰექტარი მიწის მფლობელია, თუმცა ახალი მეთოდის გამოცდა მან საწყის ეტაპზე, მხოლოდ 1 ჰექტარზე გარისკა. FAO-ს აგრონომები და ექსტენციის სპეციალისტები მას მთელი ჩატარებული სამუშაოების განმავლობაში დახმარებას უწევდნენ. საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფა და ფერმერის საკონსულტაციო დახმარება ევროკავშირისა და FAO-ს პროექტის ფარგლებში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ნულოვანი დამუშავების მეთოდს ნახშირბადის ნაკლები გამოყოფა და ჰაერის ნაკლები დაბინძურება ახლავს თან.
შედეგმა გიორგიც გააოცა და მისი მეზობელი ფერმერებიც, რომლებიც მომავალი სეზონიდან იგივე მეთოდის დანერგვას განიხილავენ.
ვინაიდან მოსავალი მართლაც კარგია, მომავალი წლიდან გიორგი ნულოვანი დამუშავების მეთოდს უფრო დიდ ნაკვეთზე გამოიყენებს, ისევე, როგორც მისი მეზობელი ფერმერები. რაც უფრო დიდია ნაკვეთი, მით უფრო დიდ თანხას ზოგავს ფერმერი მექანიზაციაზე და მით ნაკლები ზიანი ადგება გარემოს მიწის ტრადიციული დამუშავებისას გამოყოფილი გამონაბოლქვით. ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდი თავსებადია ისეთ გავრცელებულ კულტურებთან როგორებიცაა ხორბალი, ჭვავი და ქერი.
ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგია კონსერვაციული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მეთოდია. ის არა მხოლოდ ეკონომიურია, არამედ ასევე იცავს ნიადაგს ეროზიისგან და ამცირებს კახეთში გავრცელებული მოკლევადიანი გვალვებით გამოწვეულ ზიანს.
გიორგის ნაკვეთი ერთ-ერთია მთელი საქართველოს მასშტაბით, ევროკავშირისა და FAO-ს მიერ მოწყობილი სადემონსტრაციო ნაკვეთებიდან. უახლესი ტექნოლოგიები შეთავაზება ფერმერებისთვის არამხოლოდ ხორბლის, ქერისა და სიმინდის საწარმოებლად, არამედ ბოსტნეული მოსაყვანადაც მიმდინარეობს, მათ შორის, საქართველოს მცირემიწიან მაღალმთიანეთში. FAO-ს აგრონომები მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საერთო ძალისხმევით აწყობენ ფერმერთა საველე სკოლებს და ტრენინგებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ნიადაგის მინიმალური დამუშავება არის მიწის დამუშავების ტექნიკა, ნიადაგის სტრუქტურაზე მინიმალური ზემოქმედებით. მინიმალური დამუშავებისას ნიადაგის ზედაპირზე რჩება მუდმივი საფარი, რაც ნიადაგში წვიმის წყალს უკეთესად შეღწევაში ეხმარება და ანელებს აორთქლების პროცესს, ზრდის ნიადაგში ორგანული ნივთიერებების შემცველობას. შესაბამისად, ხდება საკვები ნივთიერებების კვლავ წარმოება და ნიადაგში ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება, რაც მნიშვნელოვანია ტენიანობის შენარჩუნებისთვის.
გასულ წელს, ENPARD–ის პროგრამის ახალი ფაზის ფარგლებში, ევროკავშირმა და FAO-მ საქართველოში სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა და მთავრობის სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა აქტიურად დაიწყეს.
ინიციატივა კარგი მოსავალი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხოლოდ ერთი ნაწილია. პროგრამა 2013 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 179,5 მილიონი ევროა. მხარდაჭერა გულისხმობს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და შესაბამის პოლიტიკასთან და კანონმდებლობასთან დაახლოებას, რათა სოფლის მეურნეობა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს და ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ადმინისტრაციული შესაძლებლობები გაძლიერდეს.
საკომუნიკაციო კამპანიის და წარმატების ისტორიების შესახებ ინფორმაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ კამპანიის ვებგვერდზე და Facebook გვერდზე.
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
კომენტარები