დაკავებული ექიმების მხარდამჭერ აქციას ვაჟა გაფრინდაშვილი შეუერთდა
საქალაქო სასამართლოს ეზოში, დაკავებული ექიმების მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელსაც ვაჟა გაფრინდაშვილიც შეუერთდა. მისი თქმით ერთ-ერთ ბრალდებულს კარგად იცნობს და ლიცენზია ნამდვილად აქვს.
"ქალბატონ მაგდას 30 წელია ვიცნობ, არის რეანიმატოლოგ-ანეზთეზიოლოგი, რომელიც მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, შემდეგ წავიდა იტალიაში და არის იტალიის მოქალაქე. ჩვეულებრივად ჩამოდიოდა ხოლმე. აქვს აღებული ლიცენზია, აქ ანეზთეზიოლოგად მუშაობდა 30-25 წლის წინ", — ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა პაციენტი დაარწმუნა, რომ ქირურგიულ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები ჩაუტარებდნენ, თუმცა ოპერაცია, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, თავად გაუკეთა. აღნიშნულ საქმეზე კლინიკის თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი, დირექტორი და კიდევ ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, აღნიშნულმა ექიმმა, ისე წარმართა ოპერაცია, რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ორთოპედია-ტრავმატოლოგია. ასევე, მათივე ინფორმაციით, მან ოპერაციაზე დაიხმარა პირი, რომელიც საავადმყოფოში კონსულტანტად მუშაობდა და არც ერთ სპეციალობაში სახელმწიფო სერთიფიკატი არ ჰქონდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ პაციენტს ტკივილები განუახლდა, ექიმმა კი მეორედ ოპერაციის ჩატარებაზე იმ არგუმენტით დაიყოლია, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და ოპერაციას ისევ მოწვეული ექიმები ჩაუტარებდნენ. უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც პაციენტს ოპერაცია მეორედაც იმავე პირებმა ჩაუტარეს, მისი მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
სამართალდამცავებმა კლინიკის დირექტორიც დააკავეს, რომელმაც, პროკურატურის განმარტებით, თავისი სამსახურებრივი მოვალეობა ჯეროვნად არ შეასრულა.
ოპერაციის ჩამტარებელ ექიმს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გულისხმობს თაღლითობას და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე, მას ბრალი 246-ე მუხლის I ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო საექიმო საქმიანობას, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კლინიკის დირექტორს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. მას ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
რაც შეეხება კონსულტანტს, იგი საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფება, ამიტომ მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის I ნაწილით, რაც გულისხმობს უკანონო საექიმო საქმიანობას, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. ბრალი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები