ინფორმაცია, რომ ჭავჭავაძის პარალიზება ადეიშვილმა დაგეგმა, ყალბმა ანგარიშმა გაავრცელა
5 აგვისტოს facebook მომხმარებელმა, სახელწოდებით Davit Gelashvili, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს იგი ერთ-ერთ კაფეში სახელწოდებით ბუფფალინო შვილთან ერთად იმყოფებოდა, სადაც ქართველი გენერლის, გიგი კალანდაძის და მეორე უცნობი პირის დიალოგს შეესწრო. პოსტის მიხედვით, ისინი ადეიშვილის გეგმით ჭავჭავაძის გამზირის პარალიზების შესახებ საუბრობდნენ.
Davit Gelashvili, წერდა, რომ ამ პირებს შორის ასეთი დიალოგი შედგა:
"არა ძმაო, რა, მართლა მოზგი და შენძრეულია ზურა!" – "ვინ ზურა?" - ეკითხება მეორე, - "ადეიშვილი, ბიჭო, ხომ იცი რა მოიფიქრა? ჩვენს აქტივს თბილისში დაავალა ჭავჭავაძეზე ხშირად იმოძრაონ მანქანებით და ყოველ დღე 2-3 მანქანა ვითომ უნდა გაგიფუჭდეთ და მოძრაობა გაჭედოთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ხალხის უკმაყოფილება მოჰყვესო".
ანგარიში, რომელიც ამ ინფორმაციას აქვეყნებს, ყალბია. გუშინ გამოქვეყნებულ პოსტშივე ის წერს, რომ სოციალურ ქსელში არ აქტიურობს, თუმცა მის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებს ძველი თარიღი აქვს მითითებული, რეალურად კი, ყველა მათგანი გუშინ, გვიან ღამით, უკვე 5 აგვისტოთი თარიღდება. Facebook-ს აქვს ფუნქცია, რომელიც ძველი თარიღით გამოქვეყნებული პოსტის ნამდვილ თარიღს აჩვენებს. როგორც ჩანს, პოსტების გამოქვეყნების დრო სპეციალურად შეცვალეს.
Davit Gelashvili "ვინ ვინ არის - vin vin aris"-მაც გაშიფრა. დადგინდა, რომ ანგარიში ყალბია და გამოყენებულია ვინმე Marcel Kolodrovschi-ს ფეისბუქზე გამოქვეყნებული ფოტოები, რომლებიც 2012-2013 წლით თარიღდება.
ასევე საინტერესოა ისიც, რომ Marcel Kolodrovschi-ს სახელწოდებით Одноклассники-ს ანგარიშიც არსებობს, სადაც 333 ფოტო იძებნება.
მას შემდეგ, რაც ყალბი ანგარიშის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, Davit Gelashvili-ს პოსტი, ასევე, პროფაილი ფეისბუქზე აღარ იძებნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ყალბ ანგარიშზე თითქოსდა ადეიშვილის მიერ ჭავჭავაძის გამზირის პარალიზების გეგმის შესახებ დაიწერა, სამთავრობო ტელევიზიამ, POSTV-მ მხოლოდ ამ ანგარიშზე დაყრდნობით ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელა.
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
კომენტარები