ფერმერი ქალი ლაგოდეხში სოფლის მეურნეობის თანამედროვე მეთოდებს ნერგავს
თუ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს ესტუმრებით და მოიკითხავთ ფერმერ ქალს, რომელიც ოჯახთან ერთად მრავალფეროვან საქმიანობას ეწევა, აუცილებლად მიგასწავლიან მამულს, სადაც ლიუდმილა (ლუდა) მანუილოვა ცხოვრობს.
თბილისში დაბადებულმა ექიმმა, მას შემდეგ რაც მეუღლესთან ერთად საქართველოს მიტოვებული სოფლები მოინახულა, გადაწყვიტა კახეთში აგრობიზნესი წამოეწყო. და ასე, ბერძენი, აგრონომი მეუღლის გამოცდილების, ლუდას მონდომებისა და ქართული მიწის მოსავლიანობის წყალობით, დღეს ისინი ცნობილი ფერმერები არიან.
კახეთში რვა წლის წინ გადმოსახლდნენ, ერთი კომბაინით, უამრავი გეგმითა და მიზნით, ჰქონოდათ სამაგალითო ნაკვეთი. მეუღლეები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, ორივე მიისწრაფის განვითარებისა და ზრდისკენ. როგორც ლუდა იხსენებს, სწორედ დაუშრეტელმა ინტერესმა და აგრონომიის სიყვარულმა მიიყვანა ისინი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტამდე, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს. თავად პროექტი "საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა ENPARD III-ის ფარგლებში" სამ ძირითად საქმიანობას ითვალისწინებს, ესენია: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მისი უწყებების ტექნიკური დახმარება, მცირე ფერმერების, სოფლის მეწარმეების, კოოპერატივების, მცირე და საშუალო საწარმოებისა და მუნიციპალიტეტებისათვის ინდივიდუალური გრანტების უზრუნველყოფა და გაფართოების სტრატეგიის პილოტირების ღონისძიებების განხორციელება.
ლუდა ამბობს, რომ საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს, თუმცა ფერმერები ვერ ახერხებენ მოსავლის ხელსაყრელ პირობებში აღებას, რაც გამოწვეულია მოძველებული მიდგომებით და მატერიალური თუ არამატერიალური რესურსების დეფიციტით. თავად ოჯახი ამ ეტაპზე ფლობს ტექნიკას, რომლითაც ფერმერებს ეხმარება, ასევე ევროკავშირის პროექტის ფარგლებში 50 ჰექტარ ფართობზე აწარმოებს სიმინდს.
2 წლის განმავლობაში FAO-ს ექსპერტებისა და აგრონომების მხარდაჭერით, მათ მოსავალი 40%-ით გაზარდეს და ხარისხიც გააუმჯობესეს, პარალელურ რეჟიმში კი სამეურნეო ხარჯები შეამცირეს, 30%-ით, ეს კი ერთ-ერთი მაგალითია, თუ რატომ უნდა დაინერგოს თანამედროვე მიდგომები, მაგალითად, ნიადაგის მინიმალური დამუშავების პრაქტიკა, რომელიც ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით ნაკლები საწვავის მოხმარებას საჭიროებს, ასევე ეფექტურია დროის დაზოგვის კუთხით.
როგორც ფერმერი ქალი გვიყვება, კახეთში მოსავალზე დიდ გავლენას ახდენს კლიმატი, კერძოდ გვალვები, რომელთა საზიანო შედეგის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სარწყავი სისტემის ქონა, რაც ჩვეულებრივი გლეხისთვის ფუფუნებაა. ევროკავშირის და FAO-ს ექსპერტების ერთ-ერთი მისია სწორედ ესაა - დაეხმარონ ადგილობრივებს რაც შეიძლება ნაკლები რესურსით მიიღონ სასურველი შედეგი. გარდა ინდივიდუალური რჩევებისა, აგრონომები ატარებენ ტრენინგებს, სადაც ფერმერები ეცნობიან მოსავლის მიღების ახალ გზებსა და საშუალებებს, იმ ტექნოლოგიებს, რომელთა წყალობით მათი საქმიანობა უფრო ეფექტური გახდება.
ამ ზაფხულს, ლაგოდეხში იგეგმება ფერმერთა დღე, რომლის ფარგლებშიც პროექტის წარმომადგენლები და ფერმერები ერთმანეთს სიახლეებს გაუზიარებენ. რა თქმა უნდა, ლუდა სამზადისში აქტიურადაა ჩართული. თავის მხრივ მისგან სიახლეებს მეორე მხარეც ელოდება - ფერმერის ოჯახმა ახლახანს მიიღო ევროკავშირის 60%-იანი გრანტი, რომელიც მიზნად ისახავს სილოსის საწარმოებლად საჭირო დანადგარის შესყიდვას. სილოსი პირუტყვისთვის აუცილებელი ბიოლოგიურად სუფთა საკვებია, რომლის წარმოებისთვის საჭირო დანადგარების ნაწილი ლუდას ოჯახმა საზღვარგარეთ უკვე შეიძინა, თუმცა ამ ეტაპზე საჭიროა შესაფუთი დანადგარი, რომლის წყალობით დამზადებული სილოსის შენახვის ვადა 5 წლამდე იზრდება. ამ დახმარების შედეგად, საქართველოში დაახლოებით 70% სილოსის წარმოებას ლუდას კომპანია უზრუნველყოფს.
ქართველი ფერმერი ქალი ამ ეტაპზე გაჩერებას არ აპირებს, პირიქით, სურს უფრო მეტი გააკეთოს, აღმოაჩინოს, შეისწავლოს. კახეთში თავს ბედნიერად გრძნობს, უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს და მადლიერია, რომ ნაკლები ნერვიულობა უწევს, რადგან ირგვლივ ჰყავს კვალიფიციური ადამიანები, რომელთა დახმარების იმედი ყოველთვის აქვს.
ნიადაგის მინიმალური დამუშავება არის მიწის დამუშავების ტექნიკა, ნიადაგის სტრუქტურაზე მინიმალური ზემოქმედებით. ამ მეთოდის გამოყენებით, ნიადაგის ზედაპირზე რჩება მუდმივი საფარი, რაც ნიადაგში წვიმის წყალს უკეთესად შეღწევაში ეხმარება და ანელებს აორთქლების პროცესს, ზრდის ნიადაგში ორგანული ნივთიერებების შემცველობას. შესაბამისად, ხდება საკვები ნივთიერებების კვლავწარმოება და ნიადაგში ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება, რასაც აქვს მნიშვნელოვანი როლი ტენიანობის შენარჩუნებაში.
გასულ წელს, ENPARD–ის პროგრამის ახალი ფაზის ფარგლებში, ევროკავშირმა და FAO-მ საქართველოში სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა და მთავრობის სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა აქტიურად დაიწყეს.
ინიციატივა კარგი მოსავალი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხოლოდ ერთი ნაწილია. პროგრამა 2013 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 179,5 მილიონი ევროა. მხარდაჭერა გულისხმობს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და შესაბამის პოლიტიკასთან და კანონმდებლობასთან დაახლოებას, რათა სოფლის მეურნეობა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს და ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ადმინისტრაციული შესაძლებლობები გაძლიერდეს.
საკომუნიკაციო კამპანიის და წარმატების ისტორიების შესახებ ინფორმაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ კამპანიის ვებგვერდზე და Facebook გვერდზე.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
კომენტარები