აჭარელი ეკომიგრანტი წალკაში ბროკოლის წარმოებას აფართოებს — გიორგი აბულაძის ისტორია
გიორგი აბულაძე ეკომიგრანტია. მთიანი აჭარის ზვავსაშიში ზონიდან აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კი წალკაში 2001 წელს გადმოსახლდა. ოჯახს თავდაპირველად სხვადასხვა ბოსტნეული მოჰყავდა, მათ შორის: კარტოფილი, კომბოსტო, კიტრი, პომიდორი. 2017 წელს გიორგიმ და მისმა ოჯახმა ბროკოლის წარმოებას მიჰყო ხელი. სხვა ბოსტნეულთან შედარებით, ბროკოლის ფასი ადგილობრივ ბაზარზე მაღალია და მასზე მოთხოვნა მთელი წლის განმავლობაში არსებობს, თუმცა დიდწილად საზღვარგარეთიდან შემოდის. შესაბამისად, გიორგიმ გადაწყვიტა ევროკავშირისა და FAO-ს დახმარებით ბროკოლი უფრო დიდ ნაკვეთზე დაეთესა და ბოსტნეულის ადგილობრივი წარმოება გაეფართოებინა.
ყველაფერი განაცხადის შევსებით დაიწყო, რომლის შემდეგ ევროკავშირის და FAO-ს ექსპერტები აბულაძეების ოჯახს დაუკავშირდნენ, შეისწავლეს მათი საჭიროებები და სამომავლო პერსპექტივები. შედეგად, აგრონომებმა ზრუნველჰყვეს სადემონსტრაციო ნაკვეთის სწორად დაგეგმარება, რაშიც თავად გიორგის გამოცდილებაც გამოიყენეს. საბოლოოდ, გაზიარებული ცოდნითა და გამოცდილებით, 0.35 ჰექტარ მიწაზე ბროკოლის მაღალი სტანდარტებით წარმოება დაიწყო.
როგორც გიორგი ამბობს, ამ ეტაპზე მისთვის შეუძლებელი იქნებოდა დამოუკიდებლად შეექმნა ბროკოლის წარმოებისთვის საჭირო ყველა პირობა:
FAO-ს აგრონომი, დემნა მარცვალაძე გვიყვება, რომ ამ ეტაპზე აბულაძეების ოჯახი გუნდისგან თითქმის ყოველდღიურად იღებს ტექნიკურ დახმარებას:
გიორგის ბროკოლის მოსავლის აღება ახალი დაწყებული აქვს და მოსავლის ზრდას ელის. რაც შეეხება ხარჯებს, ფერმერმა ამ კუთხით დიდი შეღავათი მიიღო, რადგან მისი ნაკვეთის მოსაწყობად თითქმის ყველა ხარჯი ევროკავშირმა და FAO-მ დააფინანსა. გარდა ამისა, გიორგი გადამზადდა ჩითილების წარმოებასა და მათ მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებში. ექსპერტებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია მთლიანი ციკლის განმავლობაში მცენარის მოვლის სხვადასხვა ინოვაციური მეთოდების შესახებ.
უნდა ითქვას, რომ ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით, ქართველი ფერმერები იღებენ არამხოლოდ მატერიალურ დახმარებას, არამედ ეცნობიან და ნერგავენ სიახლეებს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.
როგორც ფერმერი გიორგი აბულაძე ამბობს, ეს მხოლოდ დიდი თანამშრომლობის საწყისი ეტაპია. იგი ფიქრობს, რომ მოსავალი მალე მკვეთრად გაეზრდება და საკუთარი პროდუქციის ქსელურ მარკეტებში რეალიზებასაც შეძლებს. ასევე გეგმავს თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკით სხვა კულტურების მოყვანას, რაშიც აგრონომთა მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს.
სადემონსტრაციო ნაკვეთებისა და ფერმერთა საველე სკოლების მოწყობა პროექტ „ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში დღემდე საქართველოს 6 სხვადასხვა რეგიონში 19 სადემონსტრაციო ნაკვეთი მოეწყო, ხოლო 11 სახეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურები საერთო ჯამში 18 ჰექტარამდე ფართობზე დაითესა.
გასულ წელს, ENPARD–ის პროგრამის ახალი ფაზის ფარგლებში, ევროკავშირმა და FAO-მ საქართველოში სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა და მთავრობის სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა აქტიურად დაიწყეს.
ინიციატივა კარგი მოსავალი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხოლოდ ერთი ნაწილია. პროგრამა 2013 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 179,5 მილიონი ევროა. მხარდაჭერა გულისხმობს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და შესაბამის პოლიტიკასთან და კანონმდებლობასთან დაახლოებას, რათა სოფლის მეურნეობა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს და ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ადმინისტრაციული შესაძლებლობები გაძლიერდეს.
საკომუნიკაციო კამპანიის და წარმატების ისტორიების შესახებ ინფორმაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ კამპანიის ვებგვერდზე და Facebook გვერდზე.
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
-
გადახედვაროგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას როგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვაკობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით კობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით
-
გადახედვაპარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან პარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან
-
გადახედვაშოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა შოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა
-
გადახედვასახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, "არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ" სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, "არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ"
-
გადახედვაგაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი კობახიძეს შეხვდა გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი კობახიძეს შეხვდა
-
გადახედვამრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი — ალადაშვილის მიმართვა კალაძეს მრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი — ალადაშვილის მიმართვა კალაძეს
-
გადახედვაEPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში EPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში
-
-
გადახედვახაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო ხაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო
კომენტარები