მსურდა თუ არა, "შუაღამის მზე" უნდა დამესრულებინა — ინტერვიუ სტეფანი მეიერთან
ბინდის ფანებს ემახსოვრებათ ის დრო, როცა ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა საგის მეხუთე ნაწილის — შუაღამის მზის — პირველი თორმეტი თავი უნებართვოდ გამოაქვეყნა. ნაწარმოები, რომელშიც პირველ წიგნში მომხდარი ამბები ედვარდის პერსპექტივიდან იყო მოთხრობილი, მალე მთელ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა, წიგნების ავტორმა, სტეფანი მეიერმა, კი მკითხველებს განუცხადა, რომ ტექსტის წერას განუსაზღვრელი ვადით წყვეტდა.
მიუხედავად წიგნების მიხედვით გადაღებული ფილმების პოპულარობისა, შუაღამის მზის ბედი მუდამ გაურკვეველი იყო, თუმცა ახლა მოლოდინი დასრულდა.
თორმეტი წლის შემდეგ, 2020 წლის 4 აგვისტოს, შუაღამის მზე წიგნის მაღაზიების თაროებზე გამოჩნდა. მეიერმა წიგნის გამოსვლა მაისში დააანონსა და მკითხველიც მოუთმენლად ელოდა ამ დღის დადგომას. და ახლა უკვე შესაძლებელია წიგნის წაკითხვა და იმის შეტყობა, რა ხდებოდა საკულტო სასიყვარულო რომანის მეორე მთავარი პერსონაჟის მხარეს. თუმცა თავად ავტორი დიდი ხნის განმავლობაში ყოყმანობდა, ღირდა თუ არა წიგნის გამოცემა ამდენის წლის შემდეგ. ამის შესახებ მეიერმა ამერიკულ გამოცემა Seventeen-თან ინტერვიუში ისაუბრა.
რამ გიბიძგათ, ამდენი ხნის შემდეგ შუაღამის მზეს დაბრუნებოდით?
ძალიან ბევრმა რამემ: ჩემი მკითხველები, დედაჩემი, დაუსრულებელი ამბით გამოწვეული გაღიზიანება. გულწრფელად რომ ვთქვა, ის პროექტი იყო, რომელიც უნდა დამესრულებინა და არა ის, რომლის დასრულებაც თავად მსურდა. წერა ყოველთვის მარტივი და სასიამოვნო არაა.მიუხედავად ამისა, ისტორიის დასრულების შემდეგ კმაყოფილება ვიგრძენი, ამასთანავე, რამდენიმე მონაკვეთის წერა ნამდვილად ამაღელვებელი იყო ჩემთვის.
უკვე დასრულებული ამბავი დიდად შეცვლილია იმისგან, რასაც წლების წინ წერდით?
რეალურად, ამბავი ვერ შეიცვლებოდა. იგი იმდენადაა ბინდთან დაკავშირებული, რომ მაინცდამაინც დიდ თავისუფლებას არ იძლეოდა წერის პროცესში. რაღაც მხრივ, ეს კარგიცაა, რადგან დროის გასვლის მიუხედავად, მთავარ ხაზს არ ავცდენილვარ.
რადგან მკითხველებმა უკვე იციან, როგორ ვითარდება წიგნში მოვლენები ბელას პერსპექტივიდან, რითი იქნება განსხვავებული შუაღამის მზე?
შუაღამის მზეში თხრობა უფრო ავბედითი და ბნელია, რადგან იგი იმ პერსონაჟის მხრიდანაა მოთხრობილი, ვინც თავიდანვე იცის, რომ ეს რომანი დაწყევლილია. ბელა ძალიან იმედიანია. მას პირველად უყვარდება და ბევრ წინააღმდეგობას ჯერ არ წაწყდომია. ედვარდსაც პირველად უყვარდება, თუმცა იგი ასი პროცენტითაა დარწმუნებული, რომ ეს სიყვარული ტრაგედიით დამთავრდება. ოცდაათი თავიდან ალბათ მხოლოდ სამშია იგი იმედიანი. ამდენად, ამ ამბავში 10 პროცენტი ბედნიერებაა, დანარჩენი 90 — ტკივილი.
რა იგრძენით, როცა წიგნის დაანონსების შემდეგ მკითხველების რეაქციები იხილეთ?
ძალიან ამაღელვებელი იყო და... შესაფერის სიტყვას ვერ ვპოულობ. გამართლებული? დიდად მეეჭვებოდა, რომ ვინმეს ამბის წაკითხვა კვლავ ენდომებოდა. იმდენად დიდი დრო გავიდა, ვფიქრობდი, მხოლოდ ჩემთვისღა თუ იქნებოდა ეს ისტორია მნიშვნელოვანი. ამდენად, შესანიშნავი გრძნობა იყო, როცა აღმოვაჩინე, რომ ხალხს კვლავ სურდა მისი წაკითხვა.
სამწუხაროდ, პანდემიის გამო, წიგნის მთლიან ტურს ვერ გამართავთ, თუმცა ვირტუალურად მაინც გექნებათ ფანებთან შეხვედრის შესაძლებლობა. ყველაზე მეტად რა გახარებთ ამ ამბავში?
მიხარია ის, რომ რამდენიმე ვირტუალური ღონისძიების და ერთი პირისპირ შეხვედრის (სოციალური დისტანციის დაცვით) შესაძლებლობა მაქვს, რადგან ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, გულშემატკივრების მოსმენა. ძალიან მაინტერესებს, ედვარდისეული ისტორიის რომელი ნაწილი იყო აშკარა ბინდში და რომელი ნაწილია აშკარა — ჩემთვის. იმედი მაქვს, ამ და სხვა კითხვებზე ბევრს შევიტყობ მათგან.
რამის თქმა ხომ არ გსურთ მკითხველებისთვის, სანამ შუაღამის მზის კითხვას დაიწყებენ?
გახსოვდეთ განთიადი. გახსოვდეთ, რომ ოდესმე ყველაფერი გამოვა და ედვარდი მუდამ ბედნიერი იქნება. შეეცადეთ, არ იფიქროთ მისეულ ახალ მთვარეზე (რასაც არასდროს დავწერ).
სიცოცხლე და სიკვდილი გამოვიდა ბინდის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ახლა, 15 წლის იუბილეზე შუაღამის მზე გვაქვს. უკვე გეგმავთ, რას გააკეთებთ 20 წლის იუბილესთვის?
რადგან, როგორც იქნა, ეს ამბავი დავამთავრე, ვაპირებ დრო სხვა სამყაროებში გავატარო, სადაც ვამპირები არ არსებობენ. ალბათ იმის იმედიც მაქვს, რომ მომდევნო წიგნს ბევრად ადრე დავასრულებ.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები