ჩვენ დავასრულებთ ამ ომს მშვიდობიანად, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს — თორნიკე ჯანაშვილი
"რუსეთი ოკუპანტია! ჩვენ ახალგაზრდები, რეფორმერები პირობას ვდებთ, რომ დავასრულებთ ამ ომს მშვიდობიანად, რადგან მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ეს ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა. ჩვენი თაობა შეძლებს გამოიყვანოს ქვეყანა იმ ჩიხიდან, რაშიც ახლა ვიმყოფებით. ჩვენ უნდა შევქმნათ კონფლიტის მშვიდობიანი მოგვარების პრეცენდენტი", — განაცხადა პარტია რეფორმერის თავმჯდომარემ, თორნიკე ჯანაშვილმა, საოკუპაციო ხაზთან ტყვიაველ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.
"საქართველოს ისტორიაში არის დღეები, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით მძიმეა. აგვისტოს ომი — ჩვენი ტრაგედიაა. 12 წლის წინ საქართველომ დაკარგა ქართული ტერიტორიები, ქართული სოფლები, ამ ომს შეეწირა ჩვენი გმირი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე. ამ ომს ჰყავს უჩინარი გმირებიც — ადამიანები, ვინც საოკუპაციო ხაზთან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აგრძელებენ ცხოვრებას ოკუპანტების პირისპირ და ისინი, ვისაც ყველაფერი დაატოვებინეს და საკუთარ ქვეყანაში დევნილობაში ცხოვრობენ. ეს არის ომი, რომელიც არ დასრულებულა და დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაციის და ჰიბრიდული ომის სახით", — ნათქვამია განცხადებაში.
პარტია რეფორმერში აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტებს შეხვდნენ. უსაფრთხოების პანელს წარუძღვა რეფორმერის წევრი, უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია. ღონისძიება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა.
ღონისძიების სადისკუსიო ნაწილში ექსპერტებთან ერთად განიხილეს რუსული საფრთხე, ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი სხვა საფრთხეები. რეფორმერის ლიდერებმა ექსპერტებთან ისაუბრეს პარტიის ხედვებზე უსაფრთხოების, ჰიბრიდული ომის, დეოკუპაციის პრობლემების მოგვარების
ხედვებთან დაკავშირებით.
"რუსეთი ამ ომისთვის დიდი ხანი ემზადებოდა. ოკუპანტებმა წინასწარ დაწერილი სცენარით დაიწყეს შემოსვლა ჩვენს ტერიტორიაზე. ეს იყო გააფთრებული ომი ხმელეთზე, ჰაერში და კიბერსივრცეში. ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ სწორედ მაშინ გაიმართა მსოფლიოში პირველი კიბერ-ომი. დღეს პუტინის რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ჩვენი ტერიტორიების მიტაცებას, საქართველოს მოქალაქეების გატაცებას და ჰიბრიდულ ომს. ჩვენი ქვეყანა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, სამწუხაროდ, არც საუკეთესო ფორმაში ვართ. სანამ საქართველო ფეხზე იდგება, მანამ ვიქნებით ჩვენი მტრების ხახაში გაჩხერილი. ჩვენი ხუთდღიანი წინააღმდეგობა ყველაზე ღირსეული და ძლიერი პასუხი იყო უზარმაზარი მონსტრის წინააღმდეგ. ძალიან ბევრ ქვეყანას გაუჭირდებოდა არამთუ ხუთდღიანი, არამედ ხუთსაათიანი წინააღმდეგობაც რუსეთთან. ვამაყობ იმ სულით, რაც ჩვენში, ჩვენი ქვეყნის პატრიოტ მოქალაქეებშია. ჩვენ ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია და ბევრ რამეში გავაოცებთ სხვებსაც. მუდამ გვემახსოვრება ის ვაჟკაცები, რომლებმაც სამშობლოსათვის თავდადების იდეით მარადიულობაში შეაბიჯეს", — განაცხადა ლაშა პატარაიამ.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები