ახალქალაქში მოქალაქეთა ჯგუფმა ჯამში 4 სახლი გადაწვა — jnews
გამოცემა Jnews-ის ინფორმაციით, ახალქალქში მოქალაქეთა ჯგუფმა ჯამში 4 სახლი დაწვა. გამოცემა ამბობს, რომ ყველა ეს სახლი სასტუმრო "არტსეკის" მფლობელს უკავშირდება, რომლის შენობაც პირველი დაწვეს.
On.ge-ს კვლავ ცდილობს ადგილიდან მეტი ინფორმაციის მოპოვებას. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აზუსტებენ, შესულია თუ არა ახალქალაქში სპეცრაზმი, ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
არსებული ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქუჩაში სიმშვიდე იყო, შემდეგ კი ვითარება კვლავ დაიძაბა.
ამ დრომდე უცნობია, რას უკავშირდება დაპირისპირება. გამოცემა jnews.ge ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს ხალხმრავლობა, ისმის მტვრევის ხმა. ჟურნალისტი ჰყვება, რომ იყო სროლაც, მოკლულია ერთი ადამიანი, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
jnews წერს, რომ ახალგაზრდების ჯგუფმა სასტუმროს კარები და ფანჯრების ჩაამტვრია, რის შემდეგაც ცეცხლი გაჩნდა. ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ დაპირისპირება მანამდე მომხდარმა მკვლელობამ გამოიწვია.
"ჩვენთან საავადმყოფოში შემოიყვანეს ერთი გარდაცვლილი, 27 წლის ბიჭი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, როცა ჯგუფი მივიდა უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე ახალგაზრდა ბიჭს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა. ქირურგმა ნახა მცირე დაზიანება იყო ხერხემლის არეში და უკვე გაეწერა ჩვენგან", — აცხადებს ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი "სამხრეთის კარიბჭესთან".
On.ge დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც დეტალებზე არ საუბრობენ. უწყებაში ადასტურებენ ერთი ადამიანის მკვლელობას, თუმცა არ აზუსტებენ, ეს მოხდა დაპირისპირებამდე, რაც შესაძლოა გამხდარიყო ჩხუბის მიზეზი თუ ადამიანი დაიღუპა დაპირისპირებისას. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლისა და 236 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით მიმდინარეობს, რაც განზრას მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებას გულისხმობს.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები