თიბისის მხარდაჭერით სამეგრელოში ჩაის პლანტაციები განახლდა
საქართველოში ჩაის პირველი ბუჩქი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გურიის სამთავროში გამოჩნდა. ნელ-ნელა ეს კულტურა შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა და საუკუნის შემდეგ პლანტაციებმა დასავლეთ საქართველოს მიწების დიდი ნაწილი მოიცვა.
დღეს ჩაის პლანტაციების წილი შემცირებულია, თუმცა მაინც არსებობენ კომპანიები, რომლებიც ქვეყანაში ჩაის კულტურას ინარჩუნებენ.
ერთ-ერთი ასეთია ქართული ჩაის კომპანია ლაზი, რომლის პლანტაციები წალენჯიხაში 350 ჰექტარზეა გაშენებული. თიბისის მხარდაჭერით, კომპანიამ პლანტაციების ნაწილის რეაბილიტაცია მოახდინა. ლაზი საკმაოდ წარმატებით ოპერირებს საექსპორტო ბაზარზე, აქ მოყვანილი ჩაის 80% ჩინეთში, ხოლო 20% ცენტრალური აზიის ქვეყნებში იყიდება.
კომპანიის განვითარებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა 2017-2018 წლები, როდესაც პლანტაციები ჩინელმა ინვესტორებმა მოინახულეს. აღმოჩნდა რომ ჩაის ის ჯიში, რომელიც წალენჯიხაში ხარობს, ჩინეთში უკვე თითქმის აღარ არსებობს. ხარისხით გამორჩეული ქართული ჩაისთვის შორეული აღმოსავლეთის ბაზარი კარგი საექსპორტო სივრცე აღმოჩნდა. ჩინელ პარტნიორებთან ერთად ლაზიმ ადგილობრივებისთვის სასწავლო ცენტრიც გახსნა, სადაც დანადგარების გამოყენებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიების შესახებ ცოდნას უზიარებენ დაინტერესებულებს.
წალენჯიხაში ჩაის კრეფას აპრილიდან იწყებენ და აგვისტოში ასრულებენ. ამ პერიოდში ერთმანეთს ანაცვლებს ხელით და დანადგარით კრეფა იმის მიხედვით, თუ რა ხარისხის პროდუქტის მიღება სურთ. სეზონის პირველი ფოთლები ხელით იკრიფება, რაც საბოლოოდ შედარებით ძვირადღირებულ პროდუქტს ქმნის, შემდეგ დარჩენილ ფოთლებს სპეციალური დანადგარით კრეფენ. შუა ზაფხულში ახალი ფოთლები ისევ ხელით იკრიფება, შემდეგ კვლავ დანადგარით.
"ჩაი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მცენარეა და მისი წარმოება ნაკლებ რისკებს შეიცავს. ამინდის ცვალებადობა და სეზონურობა მასზე ნაკლებად მოქმედებს, შესაბამისად საკმაოდ პროგნოზირებადი და სანდო კულტურაა. ჩვენთან განსაკუთრებულად ხარისხიანი მწვანე ჩაია. ქართულ მიწაზე მოყვანილი ჩაის ჯიშების უმეტესობა ჩინურია, დანარჩენი 20% კი იაპონური ან ადგილზე გამოყვანილია," — ამბობს გონერი სალია, ლაზის დამფუძნებელი.
დღეს საქართველოში ჩაის პლანტაციები 8000 ჰექტარს იკავებს, თუმცა აქედან მხოლოდ ნახევარი იკრიფება დანარჩენი კი რეაბილიტაციას საჭიროებს. პერსპექტივა იმისა, რომ საქართველოში ბევრი წარმატებული ჩაის ბიზნესი ჩამოყალიბდეს, ნამდვილად არსებობს. როგორც ლაზიში ამბობენ, მთავარია თანმიმდევრულობა და 2-3 წელში ჩაი განსაკუთრებული მადლიერებით გიპასუხებთ.
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
კომენტარები