Dirty Dancing-ის გამოსვლიდან 33 წლის შემდეგ ფილმის გაგრძელებას გადაიღებენ
1980 წლის ცნობილი რომანტიკული ფილმის, Dirty Dancing-ის, გაგრძელება ოფიციალურად დაანონსდა, პირველი ფილმის კინოთეატრებში გამოსვლიდან 33 წლის შემდეგ.
ფილმის მეორე ნაწილში დაბრუნდება ჯენიფერ გრეი, რომელიც ორიგინალ Dirty Dancing-ში ფრენსის "ბეიბი" ჰაუსმანის როლს ასრულებდა, და ის აგრეთვე ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება.
მართალია, ფილმის სიუჟეტის დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა Lionsgate-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ფელტჰაიმერმა ფილმის გაგრძელებაზე მუშაობის ამბავი დაადასტურა.
"[ფილმი იქნება] ზუსტად ისეთი რომანტიული და ნოსტალგიური, როგორსაც ფრენჩაიზის ფანები ელოდნენ და რამაც ის კომპანიის ისტორიაში ყველაზე გაყიდვად კინოსურათად აქცია", — თქვა ფელტჰაიმერმა.
1987 წლის ფილმში პატრიკ სუეიზი ასრულებს ცეკვის ინსტრუქტორის, ჯონი კასლის, როლს, გრეი კი იმ ქალს განასახიერებს, რომელიც ზაფხულს ოჯახთან ერთად ატარებს ქეთსკილსში, სადაც ამ ორს ერთმანეთი უყვარდებათ და ფილმების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საკულტო საცეკვაო ნომრებს გვთავაზობენ. სუეიზი 2009 წელს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფილმის სიქველს ჯონათან ლევინი და გილიან ბორერი გადაიღებენ, სცენარს კი მიკი დოთრი და ტობიას იაკონისი დაწერენ.
პირველმა ფილმმა 1988 წლის ცერემონიაზე ოსკარი და ოქროს გლობუსი მოიპოვა სიმღერისთვის (I’ve Had) The Time of My Life, აგრეთვე საუკეთესო ფილმის ნომინაცია ოქროს გლობუსზე და საუკეთესო შესრულების ნომინაციები სუეიზისა და გრეისთვის.
პირველმა ფილმმა არაერთ მსგავს პროექტს დაუდო სათავე, მათ შორის სერიალს, ფილმის სატელევიზიო რიმეიქს, მიუზიკლსა და 2004 წლის ფილმს Dirty Dancing: Havana Nights.
გრეიმ რამდენიმე წლის წინ The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან 2017 წლის ABC-ის რიმეიქში როლზე უარი თქვა.
"მთხოვეს, რამე მექნა ამ შოუში და ძალიან გამიხარდა, რადგან ყოველთვის მსურდა ასეთი შემოთავაზების მიღება და სასიამოვნოა, როცა უნდათ, პროექტის ნაწილი იყო, მაგრამ ჩემთვის ეს წმინდა და ხელშეუხებელი რამ იყო და ვგრძნობდი, რომ არ შემეფერებოდა. მგონია, რომ როცა რაღაც საკუთარს აკეთებ, საკუთარი უნდა გააკეთო. არ ვიტყვი, [რა როლს მთავაზობდნენ], მაგრამ ეს ბეიბის როლი არ იყო", — თქვა გრეიმ ამ ინტერვიუში.
ფილმის ამ რიბუთში ბეიბის როლი Scream Queens-ის ვარსკვლავმა აბიგეილ ბრესლინმა შეასრულა, კოლტ პრატსმა კი სუეიზის ჯონის როლი მოირგო.
ახლა კი, სანამ 33-წლიანი ლოდინის შემდეგ ფილმის მეორე ნაწილი გამოვა, ერთად გავიხსენოთ ორიგინალი Dirty Dancing-ის ოსკაროსანი სიმღერის თანხლებით შესრულებული ფინალური ცეკვის ყველასთვის საყვარელი და საკულტო სცენა:
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები