ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურაზე ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებას დაველოდებით — დეკანოიძე
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ზურაბ ჯაფარიძის დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მხარდასაჭერად ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებას დაელოდებან.
როგორც ხატია დეკანოიძემ On.ge-ს უთხრა, ნაციონალურ მოძრაობას და გირჩს ბევრ საკითხებზე აქვს კონსულტაციები და ჯაფარიძის ოპოზიციის საერთო კანდიდატად წარგენის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მას მხარს დაუჭერენ.
"მე პირადად ნამდვილად მომწონს ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურა. ძალიან დიდი კონტრასტია კომპარტიის წარმომადგენელ გია ვოლსკისა და ზურას შორის. ჩვენ გირჩთან მუდმივად გვაქვს კონსულტაციები, არამხოლოდ მაჟორიტარულ ოლქებზე, სხვა ჭრილშიც მუდმივად განვიხილავთ ძალიან ბევრ საკითხებს", — ამბობს ის.
დეკანოიძის ინფორმაციით, ოპოზიციის გადაწყვეტილება ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით პარასკევს, 14 აგვისტოს გახდება ცნობილი.
"ჩვენც ახლა ვმსჯელობთ, ამ ერთიანი გადაწყვეტილების შემდეგ, როგორი კონფიგურაცია წარსდგება და დიდი ალბათობით, არ არის გამორიცხული მხარი დავუჭიროთ ზურას კანდიდატურას", — აღნიშნავს ის.
დღეს, 10 აგვისტოს გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარად იყრის კენჭს. მისი თქმით, კანდიდატურის წარდგენიამდე მას წინასწარი კონსულტაციები რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან ჰქონდა, რომლებმაც კენთილგანწყობა დაუდასტურეს. მას იმედი აქვს, რომ ეს კეთილგანწყობა პოლიტიკურ მხარდაჭერაში გადაიზრდება.
ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციის მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატი იყოს.
დიდუბის მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი ვოლსკია.
რაც შეეხება სხვა ოლქებს, ოპოზიცია თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებზე აქამდე შეთანხმდა, ხოლო რეგიონებში ყველა პარტიას თავისი კანდიდატი ეყოლება. თბილისში ადგილები ასე გადანაწილდა:
- ვაკე — ელენე ხოშტარია;
- გლდანი — ნიკა მელია;
- ისანი — გიორგი ვაშაძე;
- სამგორი — ლევან ხაბეიშვილი;
- მთაწმინდა და კრწანისი — შალვა შავგულიძე;
- ნაძალადევი — შალვა ნათელაშვილი.
თბილისში სულ 8 მაჟორიტარული ოლქია. ოპოზიციას, ზურაბ ჯაფარიძის ჩათვლით, უკვე ჰყავს 7 კანდიდატი. ამ დრომდე ღიად რჩება საბურთალოზე საერთო კანდიდატის საკითხი. ცნობილია, რომ ქართული ოცნებიდან იქ დეპუტატობისთვის დავით სერგეენკო იბრძოლებს, ლელოდან ბადრი ჯაფარიძე. ამასთან, კანდიდატი იქნება ალეკო ელისაშვილიც.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება. 8 მარტის შეთანხმების შედეგად, წელს ახალი სისყემა, 120/30 ჩატარდება, რომლის მიხედვით, პარლამენტში 120 დეპუტატი შევა პარტიული სიით, ხოლო 30 მაჟორიტარულად.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები