რემონტი სახლიდან გაუსვლელად — მიჰაუსის შემოთავაზება
პანდემიის პირობებში მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზარდა საცალო გაყიდვებში ელექტრონული კომერციის წილი. საქართველოში ონლაინ საცალო გაყიდვების წილი ამ ეტაპზე მაინც ძალიან დაბალია და სხვადასხვა კვლევების თანახმად, საერთო საცალო გაყიდვების მხოლოდ 1-2%–ს შეადგენს. თუმცა, როგორც სხვა განვითარებადი ქვეყნების მაგალითებიც გვიჩვენებს, რამდენიმე წელში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
მაგალითად, პოლონეთში, 2016-19 წლებში ონლაინ გაყიდვების მოცულობა 80%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს კი ქვეყნის მოსახლეობის 60% ელ. კომერციის პლატფორმებს იყენებს, რაც ამ სეგმენტის განვითარებისა და, შედეგად, ბაზრის მოთხოვნის ცვლილებების დამსახურებაა.
არსებულ ტრენდს თუ დავაკვირდებით, ონლაინ გაყიდვების წილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ქართული ბაზრის ინტერესების ცვლილებასთან ერთად, აქტიურად იზრდება. ზრდა სრულად დამოკიდებულია ახალი მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული პლატფორმების შექმნასა და განვითარებაზე, რომელთა მთავარი მიზანიც, ელ. კომერციის განვითარებასთან ერთად, ონლაინ გაყიდვების ბაზრის წილის ზრდა იქნება. თუმცა, სამშენებლო და სარემონტო მასალების შეძენა მომხმარებელს ონლაინ სივრცეში ყოველთვის უჭირდა. სწორედ ამიტომ ამ კომპანიების რიცხვს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსიც შეუერთდა და პირველად საქართველოში დააწესა ონლაინ ფასდაკლების დღე — ოთხშაბათი.
"მასალების შეძენა მომხმარებელს ონლაინ ყოველთვის უჭირდა, რადგან რთულია რეალური სურათის დანახვა და იმის აღქმა, თუ როგორი იქნება დასრულებული პროექტი, ამიტომ მომხმარებელი სამშენებლო და სარემონტო მასალების შერჩევას და ერთმანეთზე შეხამებას ძალიან დიდ დროს უთმობს ხოლმე. პროდუქტის შერჩევის გასამარტივებლად მომხმარებელს ვთავაზობთ დიზაინერის მომსახურების სერვისს რომელიც შექმნის და მიაწვდის მომხმარებელს სახლის რეალურ დიზაინს იმ პროდუქტების გამოყენებით, რომელსაც მომხმარებელი აარჩევს. შესაბამისად ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს გარისკვა ფაქტიურად აღარ უწევს, რადგან რემონტის დაწყებამდე ხედავს, თუ როგორი იქნება მისი სახლის საბოლოო სახე, რაც უმარტივებს როგორც რემონტის, ასევე მასალების შერჩევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს", — ამბობს გოგა ბიბილური, მიჰაუსის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი.
საქართველოში ციფრული მარკეტი ბევრ კომპანიას არ აქვს იდეალურად მოწესრიგებული. ონლაინ გაყიდვების საიტი რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემის გადაწყვეტაში უნდა ეხმარებოდეს მომხმარებელს.
"1 — არ უნდა დაჭირდეს სახლიდან გასვლა. სწორედ ამიტომ მომხმარებელს ვთავაზობთ სახლის კარამდე მიტანის სერვისს. 2 — პროდუქტის აღწერილობამ უნდა შეუქმნას რეალური წარმოდგენა პროდუქტის შესახებ, ჰიპერმარკეტის გახსნამდე 40 000–ზე მეტი ფოტო გადავიღეთ, რომელიც რეალურად ასახავს პროდუქტს. ასევე, ვებ გვერდს ყოველდღიურად ემატება პროდუქტების აღწერა, რომელიც ამარტივებს პროდუქტების შედარებისა და შერჩევის პროცესს 3 — დაეხმაროს პროდუქტის არჩევაში. ვებ გვერდის ონლაინ სივრცეში გაშვებამდე შევქმენით რემონტის გზამკვლევი, რომელიც მომხამრებელს აცნობს თითოეულ პროდუქტს, ეხმარება მათ შედარებაში და რაც მთავარია, აძლევს რჩევებს, თუ რას უნდა მიაქციოს ყურადღება პროდუქტის შეძენის დროს. დაბოლოს, დაეხმაროს რემონტის დაგეგმვაში რისთვისაც მომხმარებელს დიზაინერის მომსახურებისა და VR–სერვისს ვთავაზობთ, რომელიც, როგორც მანამდეც მითქვამს, მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, რეალურად წარმოიდგინოს, როგორი იქნება მისი დასრულებული პროექტი", — აცხადებს გოგა ბიბილური.
მიჰაუსის ვებ გვერდზე მომხმარებელს ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში შეუძლია პროდუქტის შეძენა. მიმდინარე პანდემიიდან გამომდინარე, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ სამშენებლო–სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტში ყოველი ოთხშაბათი სადეზინფექციო დღედ არის გამოცხადებული, სწორედ ამიტომ ოთხშაბათი ონლაინ ფასდაკლების დღედ გამოცხადდა და მომხმარებელს 19 აგვისტოდან ყოველ ოთხშაბათს შეეძლება მიიღოს ექსკლუზიური ფასდაკლებები.
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები