ლელოს მოდელი და საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორები ეკონომიკის სფეროში
ლელოს გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს მიმართა და განაცხადა, რომ ის და მისი მეგობრები ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან და იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში გეგმავენ და ავითარებენ ეკონომიკებს — კრიზისიდან გამოიყვანენ საქართველოს და შექმნიან ძლიერ, ეროვნული ეკონომიკის მქონე ქვეყანას.
"30 წლის წინ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მიერ წამოწყებულმა ეროვნულმა მოძრაობამ ჩვენს ქვეყანას მოუტანა ნანატრი თავისუფლება. მე სხვებთან ერთად პატივი მერგო და ხელი მოვაწერე დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.
დღეს 30 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ისევ გვიწევს საუბარი საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე და ევროპული ღირებულებების მნიშვნელობაზე. სამწუხაროდ, დღეს ქვეყანა ისევ ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია და ადამიანებს ძალიან უჭირთ, უჭირთ ისე, როგოც არასდროს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პოლიტიკაში დაბრუნება და დარწმუნებით ვამბობ, რომ საბურთალოს საარჩევნო ოლქში, ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად, დავიწყებ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას და ქვეყნის კეთილდღეობის შექმნას.
ჩემი განვლილი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში მომიწია საქმიანობა, ვიყავი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ახალგაზრდებს ვუკითხავდი ლექციებს ფსიქოლოგიაში. ვიყავი დემოკრატიულად არჩეული პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი.
ამის შემდეგ წამოვიწყე რამდენიმე წარმატებული საქმე. დავაფუძნეთ საერთაშორისო კომპანიები, რითაც ჩვენი ქვეყნის სახელი გავიტანეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ. აქედან გამომდინარე, კარგად ვიცი წარმატებული სისტემის შექმნის პროცესში ადამიანის როლიც და მისი მნიშვნელობაც, რადგან 30 წლის განმავლობაში შექმნილი გვაქვს ათასობით სამუშაო ადგილი.
თუმცა, დღეს არ ვისაუბრებ წარსულზე. დადგა დრო, ერთად ვიფიქროთ მომავალზე და მხოლოდ მომავალზე: დღეს აქ, საქართველოს სულიერ დედაქალაქში უნდა გადავწყვიტოთ ახალი დღე საქართველოსთვის, დავსახოთ სწორი მიზნები ქვეყნისთვის, ერთმანეთისთვის და ვიმოძრაოთ საერთო ევროპული სახლისაკენ.
ჩემი მიზანია, ხელი შევუწყოთ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში ურთიერთდაპირისპირების, შუღლის და აგრესიის დასრულებას. ქვეყანაში უნდა დასრულდეს ტოტალური არაკომპეტენტურობა, ნეპოტიზმი და კორუფცია.
მჯერა, ჩვენ ერთად გადავტეხავთ კრიზისს ქვეყანაში. ჩვენ ვისაც გვაერთიანებს და გვაახლოებს ევროპული ღირებულებები, ვისაც შეგვიძლია უწყვეტი სწრაფვა განვითარებისკენ, განახლებისკენ და ახლის შექმნისკენ.
ლელო თქვენთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ააშენებს ახალ საქართველოს: სადაც დაუშვებელი იქნება სიყალბე, დაცული იქნება ადამიანის ღირსება, დამკვიდრდება ქცევის მაღალი კულტურა და ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა.
რაც მთავარია, მე და ჩემი მეგობრები გპირდებით, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან და იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში გეგმავენ და ავითარებენ ეკონომიკებს — ჩვენ კრიზისიდან გამოვიყვანთ საქართველოს და შევქმნით ძლიერ, ეროვნული ეკონომიკის მქონე ქვეყანას.
ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, გაცნობიერებული მაქვს, რომ გამარჯვება მიიღწევა მხოლოდ თავისუფლებისკენ სწრაფვის, თავდადებული შრომისა და გულწრფელი პარტნიორობის ხარჯზე.
დღეს 12 აგვისტოა. თითქმის 9 საუკუნის წინ საქართველომ თავისი გმირული ნაბიჯი გადადგა ევროპისკენ. 9 საუკუნის წინ ჩვენმა ქვეყანამ ევროპული არჩევანი გააკეთა. დღესაც ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ. 31 ოქტომბერს ჩვენ ეს არჩევანი საბოლოოდ უნდა გავამყაროთ და ნათლად დავანახოთ ყველას - მათ შორის ჩვენს მეგობრებს და მტრებს, რომ აქ, ამ ქვეყანაში, თავისუფლების მოყვარული, შრომისმოყვარე და ამაყი ევროპელი ხალხი ცხოვრობს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
კომენტარები