მთავრობამ მეწარმეთა შესახებ კანონზე მუშაობა დაასრულა — წულუკიანი
საქართველოს მთავრობამ საქართველოს კანონზე მეწარმეთა შესახებ მუშაობა დაასრულა. ცვლილების შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ისაუბრა.
"ჩვენ ამ კანონით ჩავანაცვლებთ 1994 წელს მიღებულ მეწარმეთა შესახებ კანონს, რომელიც მიუხედავად 2008 წელს განხორციელებული ცვლილებებისა, საერთოდ არ პასუხობს თანამედროვეობას, არ პასუხობს ბიზნეს-წრეების ინტერესებს და არ პასუხობს გამჭვირვალობისა და განჭვრეტადობის ფუძემდებლურ პრინციპებს, რომლებიც თავისუფალი მეწარმეობისთვის არის აუცილებელი", — განაცხადა წულუკიანმა.
მისი განმარტებით, პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა ბიზნეს-ასოციაციებთან, საჯარო რეესტრთან და დაინტერესებულ უწყებებთან ერთად, რათა საზოგადოებისთვის ევროპული სტანდარტის კანონის პროექტი შეეთავაზებინათ.
"მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ახალი რეგულაცია შემოდის, რომელიც არასავალდებულო ხასიათის, ანუ დისპოზიციურია, მაგრამ ხელმძღვანელობას გაუწევს როგორც მეწარმეებს, ასევე მოსამართლეებს დავის შემთხვევაში", — თქვა მინისტრმა.
წულუკიანი მიიჩნევს, რომ ამ კანონით სრულიად თავისუფალი, რეგულირებული და განჭვრეტადი ატმოსფერო და ბიზნეს-კლიმატი კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
"თითოეული თავი ეთმობა სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო ორგანიზაციებს, იქნება ეს სამეწარმეო საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი თუ კომანიტური საზოგადოება. ასევე შემოდის სხვადასხვა ევროპული სტანდარტი, მათ შორის სადამფუძნებლო დოკუმენტების საჯარო რეესტრში წარდგენის მიმართულებით", — აცხადებს მინისტრი.
აღნიშნულ რეფორმას თეა წულუკიანმა მასშტაბური უწოდა და განაცხადა, რომ მას არა მხოლოდ დარგობრივი უწყებები (ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო), არამედ ბიზნესმენებიც დიდი ხნის მანძილზე ელოდნენ. მისივე თქმით, კანონის პროექტში ევროკავშრის დირექტივებიცაა გადმოტანილი და მას გავლილი აქვს რეგულირების შეფასების ანალიზი, ე.წ რია.
იუსტიციის მინისტრმა თქვა ისიც, რომ რეფორმის ძალაში შესვლამდე, 2 კვირის ვადით, კანონპროექტი გამოქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე და დაინტერესებულ პირებს მასზე მოსაზრების გამოთქმა შეეძლებათ.
წულუკიანმა კანონის მიღება ყველა ბიზნეს ოპერატორს მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ 1 იანვრიდან, როცა კანონი ძალაში შევა, მათ კიდევ უფრო თავისუფალ გარემოში შეეძლებათ მუშაობა.
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები