ცნობილი ადამიანებისთვის ბოიკოტის გამოცხადება ველური რელიგიაა — ნიკ ქეივი
ავსტრალიელი მომღერალი და მწერალი, ნიკ ქეივი, თავის ბოლო წერილში, სადაც ცნობილი ადამიანებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას "ველურ რელიგიას" უწოდებს, ამბობს, რომ პოლიტკორექტულობა "საზოგადოების შემოქმედებით სულს გუდავს".
The Red Hand Files-ზე გამოქვეყნებულ წერილში, სადაც მას ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა ეგრეთ წოდებულ Cancel Culture-ზე, ქეივმა უპასუხა, რომ ის გმობს საზოგადოების ამგვარ ქმედებას, რაც "რთული იდეების" მიუღებლობაში გამოიხატება. მომღერალი ამტკიცებს, რომ მეტად თანასწორი საზოგადოებისკენ სწრაფვისას არსებითი ფასეულობები ნადგურდება.
"პოლიტკორექტულობა იმდენად გავრცელდა, რომ მსოფლიოს ყველაზე საშინელ რელიგიად იქცა", — წერს იგი, — "ერთ დროს მისი ღირსეული მიზანი იყო, ჩვენი საზოგადოება უფრო სამართლიანი გაეხადა, თუმცა ახლა მან ტრადიციული რელიგიის ყველაზე საშინელი ასპექტები შეითვისა (რომელთაგან არცერთია ღირსეული) — მორალური გულდაჯერებულობა და შიშველი პირმოთნეობა, რაც დანაშაულის გამოსყიდვის შანსსაც კი არ გიტოვებს".
ქეივი დასძენს, რომ არასასიამოვნო იდეებისთვის ბოიკოტის გამოცხადება საზოგადოების შემოქმედებით სულს გუდავს. შემოქმედებითობა კი ხანდახან ძირძველ რწმენასაც ეხება, რათა სამყაროს შესაცნობად ახალი გზები დასახოს.
"ეს ერთდროულად დანიშნულება და დიდებულებაა, რასაც ხელოვნება და იდეები ატარებს", — ამბობს მომღერალი, — "ძალა, რომელიც თავის გამოხატულებას რთული აზრებისათვის ბოიკოტის გამოცხადებაში ჰპოვებს, საზოგადოების შემოქმედებითი სულის განვითარებას აბრკოლებს და ხაზს უსვამს მისი კულტურის მრავალფეროვნებასა და კომპლექსურობას".
მუსიკოსი, რომელმაც სულ ახლახან ალექსანდრას სასახლეში "კარანტინის შეზღუდვების პირობებში ყველაზე შემოქმედებით ნამუშევრად" შეფასებული კონცერტი გამართა, წერილს რიტორიკული კითხვით ამთავრებს — "ჩვენ გარდამავალ კულტურაში ვიმყოფებით. და, შესაძლოა, მეტად თანასწორი საზოგადოებისკენ ვისწრაფვით — არ ვიცი — მაგრამ რომელი არსებითი ფასეულობა შეეწირება ამ პროცესს?"
ქეივი მუდმივად საუბრობს თანამედროვეობის მნიშვნელოვან მოვლენებზე საკუთარ წერილებში, რომელთა გამოქვეყნებაც 2018 წლის სექტემბერში დაიწყო. წერილითვე ახსნა, რატომ გადაწყვიტეს მან და მისმა ბენდმა — Bad Seeds — ისრაელში კონცერტის გამართვა, ნაცვლად ბოიკოტის და სანქციების მოძრაობისთვის მხარდაჭერისა.
წერილებში ქეივი შეეხო პირად საკითხებსაც, მაგალითად, 15 წლის ვაჟის, ართურის, გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას. ამასთანავე, მას განხილული აქვს ისეთი ზოგადი კითხვებიც, როგორიცაა "რა არის სიმორცხვე?"
როცა 2019 წელს ერთ-ერთმა ფანმა ქეივს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა მუსიკის სამყაროში ახლადგაღვივებულ #MeToo კამპანიაზე, მომღერალმა უპასუხა, რომ "ახალი მორალური ფანატიზმი, რომელიც ჩვენს კულტურაში წარმოიშვა, შესაძლოა, კარგი რაღაც იყოს".
"თანამედროვე როკ-მუსიკას სიმამაცე აღარ ჰყოფნის, რათა შეებრძოლოს წარმოსახვის მტრებს — ხელოვნების მტრებს — და ამჟამინდელი გადმოსახედიდან, შესაძლოა, როკ-მუსიკას ფასიც აღარ ჰქონდეს", — წერს ქეივი, — "საუკუნოდ დამზრალი პურიტანიზმი შესაძლოა ის ანტიდოტია, რომელიც მისგან გამოწვეულ დაქანცულობას და ნოსტალგიას შველის".
ივლისში რამდენიმე ცნობილმა ფიგურამ და მწერალმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც Harper’s magazine-ში გამოქვეყნდა. წერილში ისინი ამბობდნენ, რომ ცენზურის ფართოდ გავრცელება შეუწყნარებელ გარემოს ქმნის განსხვავებული შეხედულებებისთვის, რასაც საზოგადო შერცხვენა და მოკვეთა მოჰყვება.
ჯოან როულინგი, სალმან რუშდი და მარგარეტ ეტვუდი იმ ხელმომწერთა შორის იყვნენ, ვინც აცხადებდა, რომ "რასობრივი და სოციალური სამართლიანობისთვის გამოთქმული ძლიერი პროტესტის ფორმა შეიძლება პოლიტიკის გადასხვაფერების გადამეტებულ მოთხოვნაში გადაიზარდოს, ისევე, როგორც მოწოდებები მეტი თანასწორობისა და საზოგადოებაში ჩართულობისთვის". წერილში გაკრიტიკებული იყო "მორალური დამოკიდებულებების და პოლიტიკური მცდელობების ახალი ნაკადი, რომელიც ღიად საუბრის და განსხვავებულის შემწყნარებლობის ჩვენეულ ნორმებს ასუსტებს იდეოლოგიური ბრძოლის სასარგებლოდ".
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები