15 სასაცილო შემთხვევა, როცა ადამიანებმა სიტყვა ვერ გაიხსენეს
უცხო ენის სწავლა თუ გინდა, მზად უნდა იყო, რომ მარცხსაც არაერთხელ იწვნევ. ხშირად აგერევა წინადადების წყობა, სქესი და თვით ყველაზე მარტივი სიტყვებიც კი. ამ დროს სიამაყე უნდა დაივიწყო და მიხვდე, რომ უცხო ენის სწავლა მხოლოდ ასეა შესაძლებელი — მთავარია მცდელობა, პატარა შეცდომები კი არავის ადარდებს.
მიუხედავად ამისა, უცხო სიტყვების დავიწყებამ არაერთი დაუვიწყარი მომენტი შეიძლება შექმნას (see what I did there?). ცოტა ხნის წინ ტვიტერზე ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ მის შეყვარებულს, რომლის მშობლიური ენაც ფრანგულია, ინგლისურად დაავიწყდა სიტყვა "თავსახური", ამიტომაც ქვაბი აიღო და იკითხა "ამის ქუდი სადაა?".
"ჩემი შეყვარებულის მშობლიური ენა ფრანგულია და [ინგლისურად] 'თავსახური' ვერ გაიხსენა, ამიტომ ქვაბი აიღო და იკითხა: 'ამის ქუდი სადაა?'"
ეს ფრაზა ხალხს იმდენად შეუყვარდა, რომ უკვე თითქმის 800 000-მა ადამიანმა მოიწონა მისი პოსტი, ძალიან ბევრი კი თავისი ისტორიით გამოეხმაურა და სხვა ინგლისური სიტყვების "ჩანაცვლების" საკუთარ ამბავზე დაწერა. იხილეთ მათგან გამორჩეულად სასაცილო 15 შემთხვევა:
1. სკუნსი
"მოკლედ, კოლეგებისთვის უნდა ამეხსნა, რა იყო სკუნსი. მაღალფარდოვანი სიტყვებით ვერ მოვახერხე და მერე ვთქვი: 'შავ-თეთრი კუანა ციყვი'. ჰო, ვნანობ შერჩეულ სიტყვებს, მაგრამ მიხვდნენ."
2. ჩირაღდანი
"ამას წინათ 'ჩირაღდანი' ვერ გავიხსენე და დავგუგლე 'ცეცხლი ჯოხზე'. ინგლისურის ორი ხარისხი მაქვს"
3. ხბო
"ჩემი ყოფილი შეყვარებული შვეიცარიელია და ვერ გაიხსენა სიტყვა 'ხბო', ამიტომაც 'ძროხის ლეკვი' დაუძახა. დღემდე ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რამაა, რაც მომისმენია"
4. ქათამი
"ეს იმ ტვიტს ჰგავს, კაცმა რომ 'ქათამი' ვერ გაიხსენა ინგლისურად, კვერცხზე მიუთითა და იკითხა: 'დედა სადაა?'"
5. თვლა
"სიტყვა 'თვლა' ვერ გავიხსენე და ჩემს მეგობარს ვუთხარი, 'რიცხვების ანბანი გააკეთე'".
6. ღამე
"ჩემს მეგობარს (რომლის მშობლიური ენაც ინგლისურია) ერთხელ 'ღამის' აღმნიშვნელი სიტყვა დაავიწყდა და 'ბნელი დრო' დაუძახა"
7. კრაზანა
"ჩემი მშობლიური ენაც ფრანგულია და სტაჟირებისას დამავიწყდა სიტყვა 'კრაზანა', ჰოდა, მის ნაცვლად 'გაბრაზებული ფუტკარი' ვთქვი. მგონი, კარგია"
8. სენდვიჩი
"ჩემს შეყვარებულს 'სენდვიჩი' დაავიწყდა და ასე ახსნა: 'რას ეძახი პურს, მერე საჭმელს და მერე ისევ პურს?'"
9. ასანთი
"სუპერმარკეტში დამავიწყდა, ფრანგულად 'ასანთი' როგორ იყო და 'ხის პატარა ნაჭრები ცეცხლით' ვითხოვე. ნუ, ის ტიპი მიხვდა"
10. ჯიში
"'ძაღლის ჟანრი'. ჯიშის აღმნიშვნელი სიტყვა დამავიწყდა"
11. შუაღამე
"ერთი წამით 'შუაღამე' ვერ გავიხსენე და 'ღამის შუადღე' დავუძახე"
12. ხელსახოცი
"ადრე ერთ ჩინელთან ერთად ვცხოვრობდი და დაავიწყდა სიტყვა 'ხელსახოცი'. ამის ნაცვლად 'სამზარეულოს ტუალეტის ქაღალდი' დაუძახა. საყვარლობაა"
13. ქოლგა
"ჩემი მშობლიური ენა ინგლისურია და ინგლისში როცა ვიყავი, ქოლგის ყიდვა მინდოდა, მაგრამ დამავიწყდა, ქოლგა რა იყო, ამიტომ უბრალოდ მივედი ტიპთან და ვუთხარი: 'აი, წვიმაში რომ აქვთ ხოლმე თავზემოთ, ეგ მინდა'. 'ქოლგა?', მკითხა. იდიოტივით დავეთანხმე"
14. ნათურა
"ერთ ბრაზილიელს ვიცნობ, 'ბეჭდებს' ეძახდა 'ხელის ყელსაბამებს'. ერთხელ მაღაზიაში წავედით ნათურების საყიდლად. კონსულტანტისთვის უნდა ეკითხა, საით იყო ნათურები, მაგრამ სიტყვა ვერ გაიხსენა და ასე აღწერა: 'მზის სინათლე შენი სახლისთვის'"
15. ნაცრისფერი
"ბნელი თეთრი — ნაცრისფერი..."
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
დისკუსია: აბა, თქვენ რომელი სიტყვის დავიწყებას ჩაუგდიხართ სასაცილო სიტუაციაში?