ინდონეზიაში სახელმწიფო თანამდებობაზე პირველი ტრანსგენდერი ქალი აირჩიეს
ინდონეზიის კონსერვატიული საზოგადოების ბარიერების გარღვევა ქვეყნის პირველმა ტრანსგენდერმა ხელისუფალმა, ჰენდრიკა კელანმა, მოახერხა. კელანი, რომელიც კათოლიკური ეკლესიის აქტიური წევრია, ამბობს, რომ იგი ყოველთვის ცდილობდა სხვების სამსახურში ყოფნას.
ინდონეზიის ერთ-ერთი პატარა სოფლის გამგებელმა, ჰენდრიკა მეიორა კელანმა, გასულ კვირას ადგილობრივებისთვის ბოსტნეულის დარიგებით საკუთარი 34 წლის იუბილე აღნიშნა.
კელანი პირველი ტრანსგენდერი ხელისუფალია ინდონეზიაში — ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მუსლიმია.
"ძალიან მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც მხარს მიჭერს, როგორც ტრანსგენდერ ქალს. მათ სოფლის საბჭოს წინამძღოლობა მანდეს", — ამბობს კელანი.
მისი თქმით, თავისი სექსუალური იდენტობის გამო საკუთარ თავში დარწმუნებული არ იყო, როცა არჩევნებზე კენჭს იყრიდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სოფლის მცხოვრებლებისთვის მისი შრომისმოყვარის რეპუტაცია უფრო მნიშვნელოვანია.
"როგორც კი არჩევნებში გავიმარჯვე, პანდემიის გამო უამრავ სირთულეს გადავაწყდი. ამიტომ, მაშინვე შევიმუშავე საკვების და მარცვლეულის მოსავლის დაზღვევის პროგრამა, რათა მათი საზოგადოებისთვის მიწოდება უზრუნმელვეყო", — აცხადებს კელანი.
სოფელ ჰაბის საკოორდინაციო საბჭოს მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია, მათ შორის სოფელში რეგულაციების გატარება, ბიუჯეტის განკარგვა და სოფლის ხელისუფლების საქმიანობის კონტროლი.
როგორც კელანი აცხადებს, იმ თანამდებობაზე ყოფნისას, რომელსაც იგი მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში დაიკავებს, ის ეცდება ინკლუზიური პოლიტიკის გატარებას, რაც ისეთი მოწყვლადი ჯგუფების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას მოიაზრებს, როგორიც ტრანსთემია.
ინდონეზიის უკიდურეს სამხრეთით მდებარე პროვინციაში, აღმოსავლეთ მცირე ზონდის კუნძულებზე, სიკას რაიონში მდებარე სოფელი ჰაბი მეტწილად კათოლიკეებითაა დასახლებული. თუმცა ამ რაიონში ასევე ცხოვრობს 320 ათასი მუსლიმი, რაც მოსახლეობის, დაახლოებით, 9 პროცენტს შეადგენს.
სანამ ტრანზიციის პროცესს დაიწყებდა, კელანი კათოლიკური ეკლესიის რელიგიური ძმა იყო, ამიტომ, როგორც მორწმუნე კათოლიკეს, საკუთარ გენდერულ იდენტობასა და რწმენას შორის მუდმივი ჭიდილი ჰქონდა.
ხანგრძლივი ტრანზიცია
კელანი 1986 წლის აგვისტოში დაიბადა, მშობლებმა კი კაცის სახელი, ჰენდერიკუსი, დაარქვეს. მისი თქმით, იგი დაწყებითი სკოლიდან მოყოლებული გოგოდ აღიქვამდა საკუთარ თავს, იკეთებდა მაკიაჟს და თამაშობდა "გოგოს სათამაშოებით".
"ამ დროს უკვე ვგრძნობდი, რომ ბიჭებისგან განსხვავებული ვიყავი, თუმცა, ოჯახის წნეხის გამო, მომიწია, ბიჭად ცხოვრება განმეგრძო", — ამბობს იგი.
როცა კელანი ჯერ ისევ ბავშვი იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად უფრო დიდ კუნძულზე, პაპუაზე, გადავიდა, სადაც იგი კათოლიკურ სემინარიაში შეიყვანეს. სწორედ აქ გახდა იგი რელიგიური ძმა.
"მსურდა, სხვების სამსახურში ვყოფილიყავი", — ამბობს იგი.
თუმცა, ამავდროულად, იგი საკუთარი იდენტობის მიღებასა და რწმენასთან შერიგებას შორის გახლეჩილი იყო, რადგან მისი რელიგიის სწავლებით ტრანსგენდერობა ცოდვაა და იკრძალება.
თანდათანობით, იმის შეგრძნება, რომ იგი კაცის სხეულში გამომწყვდეული ქალი იყო, უფრო გაიზარდა და კელანს დეპრესიასთან გამკლავება მოუხდა.
"დანარჩენებს ჩემს იდენტობაზე არაფერს ვეუბნებოდი, მაგრამ, მგონი, ყველა ამჩნევდა ჩემს ფემინურობას", — ამბობს იგი.
ორი წლის შემდეგ, მან ეკლესიის სამსახურიდან წამოსვლა გადაწყვიტა. შემდეგ კი, ნელ-ნელა დაიწყო საკუთარი იდენტობის გაცხადება და ქალის სამოსის ტარება.
მალე კელანი კუნძულ იავაზე, ქალაქ ჯოკიაკარტაში გადავიდა, სადაც მოხალისეობრივ სამუშაოს ეწეოდა აივ-ინფექციით დაავადებულთა დასახმარებლად. თუმცა, ცოტა ხანში ფული გამოელია, ამიტომ ჯერ ქუჩის შემსრულებლად, ხოლო შემდეგ სექსმუშაკად მუშაობა და საჯარო პირებისგან ჩაგვრის და ძალადობის ატანა მოუწია.
2018 წელს, მისი ბიძაშვილის გარდაცვალების შემდეგ, კელანმა ქალაქის დატოვება და მშობლიურ სოფელში დაბრუნება გადაწყვიტა.
აღიარება და არჩევნებში გამარჯვება
სოფელ ჰაბის მოსახლეობის აღიარების მოსაპოვებლად კელანს რთული გზის გავლა მოუხდა, თუმცა მან მოახერხა, ადგილობრივი ტრანსგენდერების ჯგუფთან — ფაჯარ სიკასთან — ერთად აქტივიზმი დაეწყო და უარყოფითი დამოკიდებულებები შეეცვალა.
"თუკი სოფელში რაიმე ღონისძიება ან აქტივობა იმართება, ტრანსთემში ჩემს მეგობრებს მოვუწოდებ, რომ ჩაერთონ, შექმნან დეკორაციები, მონაწილეობა მიიღონ ორგანიზების პროცესში ან მოამზადონ საჭმელი. ძალიან გემრიელ საჭმელს ამზადებენ და ადგილობრივებსაც მოსწონთ", — ამბობს იგი.
თანდათან ხალხმა შენიშნა, კელანს ნამდვილად სურდა ადგილობრივი მცხოვრებლების დახმარება. მისგან გაწეულ დახმარებას განსაკუთრებით დიასახლისები აფასებდნენ და სწორედ მათმა მხარდაჭერამ უბიძგა, სოფლის საბჭოს არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წარედგინა.
"იმ ხალხმა, ვინც წარმადგინა, იცოდა, რომ ტრანსგენდერი ქალი ვიყავი. მე ასევე განვაცხადე, რომ თუკი ამირჩევდნენ, ყველაფერს გავაკეთებდი, რაც შემეძლო, ოღონდ იდენტობის შეუცვლელად", — დასძენს კელანი.
ადგილობრივების მხარდაჭერის ძალა
კელანი ამბობს, რომ ფაჯარ სიკას მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი შეასრულა მის წარმატებაში.
ფაჯარ სიკა 2018 წელს შეიქმნა რაიონში იმ მარგინალიზებული ჯგუფების დასახმარებლად, რომლებიც საზოგადოებისგან საკუთარი იდენტობის ან სხვა ნიშნის გამო არიან გარიყულნი.
40-ზე მეტი წევრისგან შემდგარი ფაჯარ სიკა ტრანსგენდერ ადამიანებს, ადგილობრივ ქალებს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ საზოგადოებაში.
"ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს დათრგუნული და შეშინებული იყო. თავად ვიყავი ასე. ჩემ მსგავსად, არატრადიციული იდენტობის მქონე არაერთ ადგილობრივს აწუხებდა დანაშაულის გრძნობა. მე მათ ვარწმუნებდი, რომ თავდაპირველად საკუთარი თავი უნდა მიეღოთ ისეთი, როგორიც არიან", — აცხადებს კელანი.
ინდონეზიაში ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დისკრიმინაციის და განსჯის გარეშე მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა უკვე ფართოდ გავრცელებულ სირთულეს წარმოადგენს.
კელანი ფაჯარ სიკას წევრებს მოუწოდებს, შეიძინონ ახალი უნარები და თავი დააღწიონ სტერეოტიპს, რომ ტრანსგენდერ ქალებს მხოლოდ სალონებში, ქუჩის შემსრულებლებად ან სექსმუშაკებად მუშაობა შეუძლიათ.
ფაჯარ სიკას თემი დაკავებულია სწავლებითაც. წევრები ჰყიდიან საკვებს სკოლებში, ხსნიან ჯიხურებს, ხდებიან მოვაჭრეები და იწყებენ ბიზნესს.
კელანის, როგორც სოფლის საბჭოს ხელმძღვანელის, ხელფასი თვეში მხოლოდ 64 ევროს (233 ლარს) შეადგენს. თუმცა იგი ხშირადაა მიწვეული ვებინარებზე მონაწილეობის მისაღებად და ამ საქმიანობითაც შეუძლია დამატებითი ფულის გამომუშავება.
კელანი ამბობს, რომ მას საკუთარი სოფლის განვითარება სურს, თუმცა, ამავდროულად, უნდა ინდონეზიაში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს იმის მაგალითი აჩვენოს, რომ მმართველობაში მათაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება სტერეოტიპების და სტიგმის გარეშე.
მიუხედავად ამისა, იგი აღიარებს, რომ მას პოლიტიკური კარიერის შექმნის ამბიცია არ აქვს.
"გავხდები ნებისმიერ რამ, რაც საჭირო იქნება — პარლამენტის წევრი თუ გამგებელი — იმ მიზნისთვის, რაც მამოძრავებს: ხალხის და ადგილობრივების დახმარება. ან, შესაძლოა, მონაზონი გავხდე", — ამბობს კელანი.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები