ბელარუსში მიმდინარე აქციებს ხვალიდან სამთავრობო მედია შეუერთდება
ბელარუსის დედაქალაქში ათასობით ადამიანი ლუკაშენკოს იმ ძალადობრივი მეთოდების გასაპროტესტებლად იკრიბება, რომელსაც ის მშვიდობიანი აქციის დაშლისთვის იყენებს. აქციის მონაწილეებს ხვალიდან სახელმწიფო მედია შეუერთდება. ხალხი ყვავილებითა და ბუშტებით ქუჩაშია გამოსული, რათა აჩვენონ, რომ მათი მსვლელობა მშვიდობიანია.
ბელარუს მშვიდობიან მოქალაქეებსა და პოლიციას შორის შეტაკება სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა. ხალხი პროტესტს ღიად გამოთქვამს. გარეთ გამოსული ხალხი აპროტესტებს იმ ძალადობას, რასაც ხელისუფლება მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით, ათასობით ადამიანის დაპატიმრებით, ცემითა და მკვლელობით ახორციელებს.
მიუხედავად ამ ყველაფრისა აქციაში მონაწილეთა რაოდენობა მზარდია და მონაწილეებს მედია, საჯარო სამსახურისა და ქარხნების თანამშრომლები შეუერთდნენ.
სამთავრობო ტელევიზიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ორშაბათიდან გაფიცვას დაიწყებენ. მათი მოთხოვნა მედიაზე განხორციელებული ცენზურის შეწყვეტა და ფაქტების ობიექტურად გაშუქების შესაძლებლობის მოპოვებაა.
"პირველად ჩვენს ცხოვრებაში შეგვიძლია თავისუფლება შევიგრძნოთ! ეს შესანიშნავი გრძნობაა", — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ისინი ფიქრობენ, რომ ლუკაშენკოს 26 წლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყანას წინ ახალი დასაწყისი ელის.
"დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერი შეიცვლება. ჩვენი გამარჯვების გვჯერა. სწორედ ამიტომ გამოვდივართ ქუჩაში ყოველდღე", — აღნიშნა აქციის მონაწილემ.
ამ მოვლენების პარალელურად ლუკაშენკო ძალაუფლების დათმობას არ აპირებს და დახმარებას პუტინს სთხოვს, რომელიც, თავის მხრივ, თავის ტრადიციულ მეთოდს იყენებს და ლუკაშენკოს დახმარებას კოლექტიური სწრაფი რეაგირების ძალებით აპირებს, რომელიც სამხედრო გაერთიანებაა და მის შემადგენლობაში 18 000 ადამიანია.
9 აგვისტოს ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა. გამოსვლები გვიან ღამით, მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტი მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ — 10 პროცენტი.
არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოსული მოსახლეობა პოლიციამ რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ხალხის ნაწილი დაშავდა, ნაწილი პოლიციამ დააკავა. გარდაცვლილია ორი ადამიანი.
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
კომენტარები