ურანტი: ტენდერის არგამოცხადება ნიშნავს, რომ პაციენტებს ვეღარ მოვემსახურებით
სამედიცინო ცენტრ ურანტის დირექტორმა და თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართეს, რომლითაც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც, ურანტს ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებენ.
ურანტის დირექტორმა, ზურა სიხარულიძემ On.ge-ს უამბო, რომ 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც ურანტი წლების განმავლობაში ახორციელებდა მეთადონით ჩანაცვლებით თერაპიას სახელმწიფო და გლობალური პროგრამებს, ის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ქვეკონტრაქტორი გახდა. მისი თქმით, ამ დროიდან ცენტრი და ურანტი მეთადონის პროგრამით პარალელურად უზრუნველყოფდნენ ბენეფიციარებს, რომელთა 60%-ს ცენტრი, 40%-ს კი ურანტი ემსახურებოდა:
"ამ პერიოდში სულ მათი ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებოდით: ორთვიან ტენდერს გვიცხადებდნენ, თანამშრომლები აგვყავდა 2 თვით. ცენტრს სულ ჰქონდა ბერკეტი, რომ აი, შეგიწყვეტთ თუ კარგად არ მოიქცევითო. კარგად მოქცევა კი ნიშნავდა იმას, რომ არ მოგვეთხოვა ზედმეტი გაფართოება, სერვისის გაუმჯობესება და ა.შ. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში საკმაოდ ბევრი რაღაც გავაკეთეთ პაციენტებისთვის, ძალიან საინტერესო ტექნოლოგია შევქმენით და ა.შ. ბოლო ტენდერი მთავრდება 30 ივნისს და ჩვენ აღარ გამოგვიცხადეს ახალი ტენდერი, რის შესახებაც სოციალური ქსელით და ტელევიზიით შევიტყეთ".
სიხარულიძემ აგვიხსნა, რომ მისი ცენტრი ზემოაღნიშნული სერვისით პაციენტებს 2005 წლიდან უზრუნველყოფდა და ურანტი იყო პირველი, ვინც საქართველოში მეთადონის პროგრამის განხორციელება დაიწყო. მისი განმარტებით, 2008 წელს, მან, თავის კოლეგებთან ერთად სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დაიწყო:
"პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო ცენტრი საქართველოში არის ჩემი გახსნილი. მომსახურებას ახორციელებდა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი და ჩვენც ვიყავით ერთ-ერთი ნაწილი. როდესაც მივხვდით, რომ მათ კარგი მენეჯმენტი არ ჰქონდათ, 2013 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ჩვენ გამოვეყავით ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს და გავხდით დამოუკიდებლები, მოქმედებდა ვაუჩერული სისტემა. ანუ ჩვენ ვახორციელებდით ჩვენს საქმიანობას უშუალოდ სახელმწიფო სახსრებით, ბიუჯეტიდან".
სიხარულიძის განმარტებით, სწორედ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხებითა და გლობალური ფონდის დაფინანსებით, დამატებითი განყოფილებების გახსნა შეძლეს, რომელთა რაოდენობა ახლა 6-ია. აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებები 1300 პაციენტს ემსახურება.
სიხარულიძის თქმით, 2014 წელს გადაწყდა, რომ ვინაიდან პროგრამის მხოლოდ 2 განმახორციელებელი, ურანტი და ზემოაღნიშნული ცენტრი არსებობდა, შექმნილიყო ლოკალური ბიუჯეტი, რომ სხვა მიმწოდებლებიც არ ჩართულიყვნენ აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში. მისი თქმით, სწორედ ამ დროიდან ახორციელებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ზეწოლას ურანტზე და უცხადებს მას მხოლოდ ორთვიან ტენდერებს, რომელთაგან ბოლოს 30 ივნისს გასდის ვადა, ახალი კი აღარ გამოცხადდება.
სიხარულიძე ამბობს, რომ ტენდერის არგამოცხადება ნიშნავს, რომ მისი უამრავი თანამშრომელი დარჩება უმუშევარი, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ 930 პაციენტს კი მომსახურებას ვეღარ გაუწევენ.
თავის მხრივ, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის, ლაშა კილაძის მიერ ზურა სიხარულიძისათვის მიწერილ წერილში წერია, რომ 2016 წლის 1 ივლისიდან ცენტრი მეთადონის პროგრამის განხორციელებას განაგრძობს ექსკლუზიურად, ქვეკონტრაქტორის გარეშე.
კილაძის განმარტებით, ურანტში მეთადონის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში დასაქმებულ პირებს, ცენტრი ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილებებში დასაქმებას სთავაზობს.
ცენტრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება თანხების დაზოგვასა და მეთადონის პროგრამით მეტი ბენეფიციარის უზრუნველყოფას. ამასთან, კილაძე განმარტავს, რომ პაციენტები, რომლებსაც ახლა ურანტი ემსახურება, არ დაზარალდებიან, რადგან მათ ცენტრი მოემსახურება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები