ოქროსა და ბრილიანტისგან შექმნილი მსოფლიოში ყველაზე ძვირი პირბადე $1,5 მლნ ღირს
ისრაელის ერთ-ერთი საიუველირო კომპანია აცხადებს, რომ კორონავირუსისგან დამცავ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ პირბადეს ქმნის. ოქროსგან დამზადებული ნიღბის ღირებულება $1,5 მილიონს შეადგენს.
18-კარატიანი თეთრი ოქროს პირბადე 3 600 თეთრი და შავი ბრილიანტით იქნება მოოჭვილი, თუმცა, როგორც დიზაინერი ისააკ ლევი აღნიშნავს, დამკვეთის მოთხოვნით იგი საუკეთესო ხარისხის მქონე N99-ის დამცავი ნიღბის მოთხოვნებსაც შეესაბამება.
ლევი, რომელიც Yvel-ის კომპანიის მფლობელია, ამბობს, რომ შემკვეთს კიდევ ორი მოთხოვნა ჰქონდა: ნიღაბი წლის ბოლომდე უნდა დამზადდეს და იგი ყველაზე ძვირადღირებული უნდა იყოს მსოფლიოში. ეს უკანასკნელი, ლევის თქმით, ყველაზე ადვილად შესასრულებელი იყო.
იუველირმა დამკვეთის ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ იგი აშშ-ში მცხოვრები ჩინელი ბიზნესმენია.
ბზინვარება პირბადეს, რომლის საჯარო სივრცეში ტარებაც არაერთ ქვეყანაშია სავალდებულო, მოდურად კი აქცევს, თუმცა ის ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბზე თითქმის 100-ჯერ უფრო მძიმეა და მისი მასა 270 გრამს შეადგენს, რაც, დიდი ალბათობით, სატარებლად არცთუ მოსახერხებელი და პრაქტიკული იქნება.
იერუსალიმის მახლობლად მდებარე საკუთარ ქარხანაში ლევიმ რამდენიმე სხვა პირბადეც წარმოადგინა, რომლებიც ასევე ბრილიანტებითაა მოთვალული. ერთ-ერთ ოქროს ნამუშევარს ხვრელიც კი აქვს დატოვებული ფილტრისთვის.
"ფულით, შესაძლოა, ყველაფერი ვერ იყიდო, თუმცა შეგიძლია, კორონავირუსისგან დამცავი ყველაზე ძვირადღირებული ნიღაბი შეიძინო. კაცს კი, რომელსაც მისი ტარება და ყურადღების მიპყრობა სურს, როგორც ჩანს, ეს შესაძლებლობა გააბედნიერებს", — დასძენს ლევი.
ასეთმა მდიდრულმა ნიღაბმა, შესაძლოა, ვიღაცების გაღიზიანებაც გამოიწვიოს, განსაკუთრებით, მაშინ, როცა მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა სამსახური დაკარგა და ახლა ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება უწევს. ლევის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავად მსგავს პირბადეს არ გაიკეთებდა, ის მაინც მადლიერია ამ შესაძლებლობისთვის.
"მიხარია, რომ ამ ნიღაბმა საშუალება მოგვცა, ჩვენი თანამშრომლებისთვის სამუშაო უზრუნველგვეყო, რათა ასეთ რთულ პერიოდში მათ სამსახური და შემოსავალი ჰქონოდათ", — ამბობს ლევი.
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები