თბილისში მაკდონალდსის ორი ახალი რესტორანი გაიხსნა
მაკდონალდს საქართველო რესტორნების ქსელის გაფართოებას განაგრძობს - კომპანიამ თბილისში ორი ახალი საინვესტიციო პროექტი განახორციელა. მაკდონალდსის უახლესი კონცეფციის რესტორნები მომხმარებლებს აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე უმასპინძლებს.
რესტორნების ოფიციალური გახსნის ცერემონია კახეთის გზატკეცილზე მდებარე რესტორანში გაიმართა. ღონისძიებას ამერიკის ელჩი კერი დეგნანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და მაკდონალდს საქართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
"მოხარულები ვართ, რომ დღეს საქართველოში მაკდონალდსის მე-17 და მე-18 რესტორნები გაიხსნა. მაქვს შეგრძნება, რომ ამერიკაში ვიმყოფები- ეს არის ქართულ-ამერიკული საქმიანობის შერწყმა", — განაცხადა ამერიკის ელჩმა, კერი დეგნანმა.
"სასიხარულო ღონისძიებაა პირველ რიგში იმიტომ, რომ ესაა ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ინვესტიცია პანდემიის პირობებში. მაკდონალდსი ჩვენთვის ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის ერთ-ერთი სიმბოლოა", — განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
"ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, მაკდონალდსი აგრძელებს აქტიურ საქმიანობას. ახალი რესტორნების გახსნით ჩვენ მოვახერხეთ 150 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. განვახორციელეთ სოლიდური ინვესტიციები. Covid19-ის პირობებში, როდესაც მსოფლიოში გლობალური კრიზისია, ეკონომიკის გაძლიერება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას წარმოადგენს; ამიტომ მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვაქვს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში", — აცხადებენ კომპანიაში.
- მაკდონალდსის მიერ 2019 წელს საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი თანხა 19 985 000 ლარს შეადგენს;
- მიმდინარე წელს კომპანიამ ბიუჯეტში 5 750 000 ლარი შეიტანა;
- 2020 წელს ორი ახალი რესტორნის მშენებლობისთვის განხორციელდა 12 500 000 ლარის ინვესტიცია;
- 2019 წელს კი ინვესტიციის ჯამური მოცულობა 14 000 000 ლარი იყო;
- 2021 წელს კომპანიას დაგეგმილი აქვს ორი მასშტაბური პროექტი;
- პურ-ფუნთუშეულის საწარმო - 23 375 000 ლარის ინვესტიცია;
- მაკდონალდს საქართველოს სწავლებისა და გადამზადების ცენტრი - 9 000 000 ლარის ინვესტიცია;
მაკდონალდსთან ერთად ახალ რესტორნებში განთავსდა მომხმარებლებისთვის უკვე კარგად ნაცნობი მაკკაფეც, რომელიც პრემიუმ ყავისა და დესერტების მოყვარულთათვის საყვარელი ადგილია. აგრეთვე ორივე ლოკაციაზე მოქმედებს მაკდრაივის 24-საათიანი სერვისი.
თითოეული რესტორანი 160-მდე სტუმარზეა გათვლილი და მოიცავს როგორც დახურულ, ასევე ტერასის ტიპის ღია სივრცეებს. რესტორანში დანერგილია ყველა ინოვაციური მომსახურება, რომელიც მოიაზრებს ახალი ტექნოლოგიებისა და სტუმრების მომსახურების კიდევ უფრო მარტივ და დახვეწილ მოდელს: სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ როგორც შესაკვეთი აპარატით, ასევე ადგილზე მომსახურების სერვისით, რომელიც გულისხმობს შეკვეთის სასურველ მაგიდასთან მიღებას. რესტორნის ინფრასტრუქტურა სრულად არის მორგებული შშმ პირებზე.
ახალი რესტორნები სრულად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. მათ კონსტრუქციაზე მუშაობდა თავის სფეროში ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორებიცაა ავსტრალიური Juicy Design (ინტერიერის დიზაინი), შვეიცარიული Franke (სამზარეულო), ავსტრიული Schloffer (შიდა ავეჯი), ფრანგული Aubrilam (ტერასის ავეჯი).
მაკდონალდსი მადლობას უხდის ყველა იმ კომპანიას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ახალი რესტორნების გახსნაში. პირველ რიგში თიბისი ბანკს, რომლის მხარდაჭერითაც განხორციელდა ეს ორი საინვესტიციო პროექტი; ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს პარტნიორობისთვის.
მადლობა სამშენებლო კომპანიებს, რომლებმაც უმოკლეს ვადებში დაასრულეს მუშაობა: კახეთის გზატკეცილზე მდებარე ფილიალის მშენებლობა უკავშირდება კომპანია მეტტას, ხოლო აღმაშენებლის ხეივნის რესტორნის მშენებელი კომპანია ელემენტ კონსტრაქშენია; ორივე რესტორნის შიდა რემონტზე მუშაობდა კომპანია მანჯა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები