ქართული ოცნების დეპუტატ რეზო არველაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქართულ ოცნებას მთავრობის შესაქმნელად ხმები დააკლდება, პარტნიორობის შესაძლებლობას პატრიოტთა ალიანსთან ხედავს. ამის შესახებ დეპუტატმა მთავარ არხთან სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.

არველაძის თქმით, თუ ქართული ოცნების კოალიციას პატრიოტთა ალიანსთან თანამშრომლობის შემდეგაც არ ექნება საკმარისი ხმები მთავრობის დასაკომპლექტებლად, იგი ევროპულ საქართველოსთან თანამშრომლობასაც გამართლებულად მიიჩნევს. რეზო არველაზე განმარტავს, რომ ეს მისი პირადი პოზიციაა და პარტიასთან შეთანხმებული არ არის.

ქართული ოცნების დეპუტატის გაცხადებით, იგი გამორიცხავს კოალიციას ნაციონალურ მოძრაობასა და ლელოსთან.

"საკმარისი თუ არ აღმოჩნდა ეს ხმები, მე უფრო სწორედ მიმაჩნია [კოალიციის შექმნა] ევროპულ საქართველოსთან, მაგრამ გამოვრიცხავ ნაციონალურ მოძრაობასთან და ლელოსთან", — აცხადებს დეპუტატი.