ჩვენ მოვდივართ კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმით და დაპირებული სიტყვის საქმედ ქცევის უნარით — მამუკა ხაზარაძე
ლელომ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატების და პარტიული სია წარდგინა. წარდგენის ღონისძიებას ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პოლიტიკური გაერთიანების სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.
"დღეს ჩვენ საქართველოს ულამაზეს კუთხეში — აჭარაში და მის გულში, ბათუმში შევიკრიბეთ. შევიკრიბეთ ქალაქში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარი ფორპოსტია", — ამ სიტყვებით მიესალმა მამუკა ხაზარაძე მოსახლეობას.
"ქალაქში, სადაც შეიქმნა პორტო ფრანკო — პირველი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სადაც აშენდა პირველი ნავსადგური, რომელიც თავისი მნიშვნელობით და ტვირთბრუნვით შავი ზღვის პორტების საუკეთესო ხუთეულში შედიოდა. დღეს, სამწუხაროდ, ეს ის ქალაქი აღარ არის. ბათუმს დღითიდღე უკარგავენ ღირებულებას და ისტორიას, აქრობენ ძველი ბათუმის განუმეორებელ და კოლორიტულ სახეს, უკონტროლო მშენებლობებით აქცევენ შუშისა და ბეტონის ჯურღმულად. აქ კიდევ უფრო მეტად ყვავის ნეპოტიზმი და კორუფცია, აქ კიდევ უფრო მეტად ახრჩობენ თავისუფალ სიტყვას, აქ კიდევ უფრო რთულია შვილების აღზრდა, კიდევ უფრო ძნელად ხელმისაწვდომია ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვა, პრობლემურია სამუშაო ადგილის პოვნა და გაუსაძლისია ცხოვრება პენსიონერისთვის. ეროვნული ტრაგედიაა, რომ აჭარის 11 სკოლიდან მხოლოდ ერთს ეყოლება ერთადერთი პირველკლასელი,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარემ "ლელო საქართველოსთვის" იმ კონკრეტულ პროგრამაზეც ისაუბრა, რომლითაც პარტია აჭარის რეგიონში მუშაობას აპირებს.
"ჩვენ მოვდივართ კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმით, აღმშენებლობის ხედვითა და დაპირებული სიტყვის საქმედ ქცევის უნარით. ლელო იწყებს ბრძოლას აჭარისთვის, ბათუმისთვის, თითოეული თქვენგანისთვის! ლელო არის ახალი ძალა, ახალი იმედი. ახალი ფერი. ლელო არის თქვენი ძალა რეალური ცვლილებებისთვის! ლელო არის ძალა, რომელიც თქვენთვის შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ერთხელ და სამუდამოდ წელში გამართავს ყველა ოჯახს საქართველოში, შექმნის ძლიერ საშუალო ფენას, შემოიტანს უცხოურ ინვესტიციას ჩვენი ეკონიმიკის განვითარებისთვის, ფეხზე დააყენებს მცირე და საშუალო ბიზნესს. ლელო არის ძალა, რომელიც შექმნის და განავითარებს მძლავრ საზღვაო ინდუსტრიას, ბათუმს აქცევს საზღვაო ცენტრად, საფუძველს ჩაუყრის ქართულ გემთმშენებლობას. ლელო არის ძალა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართულ ექსპორტს და განავითარებს ადგილობრივ წარმოებას — აჭარულ თამბაქოს , კარტოფილს თუ ციტრუსს და გაუხსნის გასაღების ახალ ბაზრებს. ლელო არის ძალა, რომელიც დადებს ბათუმის სწორი ურბანული განვითარების გეგმას, შეწყვეტს ქაოტურ მშენებლობას და ქალაქს დაუბრუნებს განსაკუთრებულ სულსა და სილამაზეს, ლელო არის ძალა, რომელიც ქალაქს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრად აქცევს, რადგან არ შეიძლება, ბათუმი კაზინოებისა და სათამაშო ბიზნესის ქალაქი იყოს", — აცხადებს ხაზარაძე.
მამუკა ხაზარაძის თქმით, არ შეიძლება ბათუმი მხოლოდ ზაფხულის ორ თვეს მუშაობდეს, ხოლო დანარჩენი 10 თვე უსიცოცხლო ჭაობში იყოს ჩაძირული.
"რადგან როგორც დიდმა აჭარელმა პოეტმა, ფრიდონ ხალვაშმა თქვა "ბათუმი არა ქვეყნის კიდეა, ბათუმი ქვეყნის დასაწყისია!". ბათუმი საქართველოს დასაწყისია და ჩვენი ქვეყნის განვითარება, გაძლიერება და გამარჯვება სწორედ ბათუმიდან უნდა დავიწყოთ! ჩვენ თქვენთან ერთად გავაკეთებთ ამას . ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და დავდებთ ლელოს თქვენთვის, ბათუმისთვის, აჭარისთვის, ლელო საქართველოსთვის!", — განაცხადა ხაზრაძემ.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები