ამას ექნება უზარმაზარი გეოპოლიტიკური შედეგი საქართველოშიც — კანდელაკი ბელარუსის მოვლენებზე
ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა ბელარუსში მიმდინარე მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს დიდი გეოპოლიტიკური შედეგები ექნება ჩვენს რეგიონში.
"თუკი წარმატებული აღმოჩნდება ეს დემოკრატიული ტრანსფორმაცია, ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს, რის გამოც იგი, შედარებით, მალე შეძლებს, რომ გაერთიანდეს ცივილიზებული ქვეყნების ოჯახში, მათ შორის, ევროკავშირში. გარდა გეოგრაფიისა, იქ პატარა არის კორუფცია, იქ არ ყოფილა კატაკლიზმები, ამიტომ მოველი, რომ უზარმაზარი ინვესტიციები წამოვა, იქ მუშაობს ინდუსტრია", — ამბობს კანდელაკი.
მან ამის შესახებ ფორმულას ეთერში ილაპარაკა, და აღნიშნა, რომ ბელარუსის ტრანსფორმაციას დიდი გავლენა ექნება რუსეთის მომავალზეც და იგი "დაასამარებს" რუსული პროპაგანდის მიერ შეთხზულ მითებს.
"ბელარუსის დემოკრატიულმა ტრანსფორმაციამ უკვე დაამტკიცა, რომ ის მითი, რასაც ემყარება პუტინის ხელისუფლება, რომ სრულფასოვანი დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები ამ სივრცეზე, რომელზეც ერთ დროს ბატონობდა საბჭოთა კავშირი, ბოროტების იმპერია, შეუძლებელია, ამას დაასამარებს ბელარუსი, რომ ეს არის სისულელე და აბსურდი და იმასაც, რომ დემოკრატია და კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები სრულფასოვნად ვერ იმუშავებს მართლმადიდებლულ ქვეყნებში, რუსული პროპაგანდის მიერ შეთხზული მითი ესეცაა და ამასაც საბოლოოდ დაასამარებს ბელარუსი", — აღნიშნა კანდელაკმა.
ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი აქციები მინსკში დღემდე არ წყდება.
მასშტაბური საპროტესტო აქციები ქვეყნის ყველა ქალაქში მიმდინარეობს და გაფიცვებში ყველა მსხვილი საწარმოა ჩართული. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს კვლავ ლუკაშენკოს გამარჯვების შესახებ შედეგები გამოქვეყნდა. ლუკაშენკო ქვეყანას 26 წელია მართავს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციების მიმდინარეობისას პოლიციამ აქციის ათასობით მონაწილე დააკავა. გავრცელდა ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებაც.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები